სსიპ ქალაქ თბილისის №117-ე საჯარო სკოლა
პრაქტიკის კვლევა
ბავშვთა მიმართ ძალადობა სკოლაში
პედაგოგი ხათუნა ფარულავა
პედაგოგი მარინე ბერაძე
2018-2019 სასწავლო წელი
სარჩევი
თავი I
1.1
შესავალი ---------------------------------------------------------------------------3
1.2
ლიტერატურის მიმოხილვა-----------------------------------------------------
3
თავი II
2.1 კვლევის შედეგები--------------------------------------------------------------------
8
2.2 ინტერვენციის დაგეგმვა,შედეგები
და მათი ანალიზი---------------------------
9
თავი III
3.1 რეკომენდაციები ----------------------------------------------------------------------10
3.2 დასკვნა -------------------------------------------------------------------------------10
თავი IV
4.1 რეფლექსია------------------------------------------------------------------------------10
4.2 ბიბლიოგრაფია-------------------------------------------------------------------------11
4.3 დანართები-----------------------------------------------------------------------------11
თავი I
შესავალი
წინამდებარე კვლევა წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის № 117 საჯარო სკოლაში განხორციელებულ
კვლევის ანგარიშს . კვლევა განახორციელეს ამავე სკოლის ფიზიკის პედაგოგმა ხათუნა ფარულავამ
და ქართული ენის პედაგოგმა მარინე ბერაძემ.
სამიზნე ჯგუფი იყო დაწყებითი , საბაზო და საშუალო საფეხურის 104 მოსწავლე. კვლევა განხორციელდა 2018 -2019 წლის I და I I სემესტრში
სკოლა ის ადგილია, სადა ადამიანები ცოდნასთან ერთად
სასიცოცხლოდ აუცილებელ უნარებსაც იძენენ. სადავო არ არის, რომ მან საზოგადოებისთვის
ფასეული მოქალაქეები უნდა აღიზარდოს და ეს ჩვენი ქვეყნის განათლების ეროვნულ მიზნებშიცაა
დეკლარირებული. სკოლა , შეიძლება ითქვას, მცირე სოციალური მოდელია, სადაც მკაფიოდ წარმოჩნდება
ერთმანეთისაგან განსხვავებული ადამიანების ურთიერთობები და ყალიბდება დამოკიდებულება
ცხოვრებისეული ღირებულებების მიმართ. გვინდა შევეხოთ მძიმე, მაგრამ აქტუალურ თემას.
ეს ძალადობაა. ორგანიზებული, მიზანმიმართული ძალადობა, რომელიც არცთუ იშვიათია ჩვენს
სინამდვილეში და რომელზეც აუცილებლად უნდა გვქონდეს წარმოდგენა- აკი ნათქვამია ,,ვინც
გაფრთხილებულია ის შეიარღებულიაო.’’
ფსიქოლოგიური პრესინგი,ბულინგი, მობინგი, ბოსინგი- ფსიქოლოგები
და განათლების დარგის სპეციალისტები შეშფოთებით საუბრობენ იმაზე, რომ ქცევის ამგვარი
სტილი მეტისმეტად ,,გაახალგაზრდავდა’’ და სასკოლო სივრცეშიც დამკვიდრდა.
საკუთარმა პედაგოგიურმა
პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სკოლაში გამოვლინდა ძალადობის სხვადასხვა შემთხვევა, რამაც
გადაგვაწყვეტინა , ჩაგვეტარებინა პედაგოგიური კვლევა -ბავშვთა მიმართ ძალადობა სკოლაში.
კვლევის მიზანია
ძალადობის გამომწვევ მიზეზებს, მოქმედებებსა და შედეგებს შორის კავშირის გააზრება.
ძალადობის თავიდან აცილების ეფექტური გზების შერჩევა.
ლიტერატურის მიმოხილვა
,,წინათ სკოლამდელი და ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვებში,
გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, არ შეინიშნებოდა ორგანიზებული, შეთანხმებული ძალადობა
ერთ კონკრეტულ ბავშვზე. იყვნენ რთული ქცევის მოზარდები, რომლებსა, საზოგადოდ, ჰქონდათ
ძალადობისკენ მიდრეკილება. ის ,რასაც ბულინგს უწოდებენ, ბოლო ხანში გავრცელდა და შემაშფოთებელი
მასშტაბიც შეიძინა.
მსოფლიოში იკვლევენ
მის მიზეზებს, საუბრობენ პრევენციულ ზომებზე. მუშაობა ნამდვილად საჭიროა.წინააღმდეგ
შემთხვევაში ბულინგის მსხვერპლთა მთელ თაობას მივიღებთ. ამავე დროს, ერთმანეთისგან
უნდა გავმიჯნოთ ძალადობა, ძალადობის ერთჯერადი
ან განმეორებადი აქტი და ბულინგი. ეს უკანასკნელი სრულიად განსხვავებული კლინიკისა
და შედეგის მქონე მოვლენაა..აუცილებელია მეტი ყურადღება საზოგადოების მხრივ. მასწავლებლები
და მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში შველა და დახმარება სჭირდება,
უპირველესად,მსხვერპლს და , რა დაუჯერებელიც უნდა მოგეჩვენოთ, მასთან ერთად- მოძალადესაც’’-ამბობს
ფსიქოლოგი ელენე გოგიშვილი
რა არის ბულინგი, რით განსხვავდება ის მეგობრული შეხუმრებისაგან
ან ბანალური კონფლიქტისაგან. როგორ ამოვიცნოთ მსხვერპლი და მოძალადე და რა მთავარია,
როგორ დავიცვათ ბავშვები ამ უსიამოვნებისგან?
რა არის ბულინგი?
ზუსტი ქართული შესატყვისი ამ ინგლისურ ტერმინს არ მოეპოვება. ის დაცინვას,
აბუჩად აგდებას, გამასხარავებას ნიშნავს. წესისამებრ ასე მოიხსენიებენ ხოლმე შეურაცხმყოფელ,
დამამცირებელ მეტსახელებს,ქმედებას,ქცევის სტილს. ბულინგი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური
ზეწოლის,ძალადობის, აგრესიის ხანგრძლივი გამოხატულებაა.
ის ჯგუფური სოციალური მოვლენაა და ყოველთვის მიმართულია ერთი და იმავე ამოჩენებული ობიექტისკენ. ქცევის
მოტივი ზოგჯერ ცხადია (შურისძიება, ,,სამართლიანობის აღდგენის მცდელობა’’, ლიდერობის ან კონკურენტის
ჩამოშორების სურვილი, სადისტური მიდრეკილების დაკმაყოფილების მცდელობა- ბულინგის ერთ
-ერთი ყველაზე სახიფათო ფორმა), ზოგჯერ კი
, შესაძლოა , არც იყოს გამოკვეთილი; ამ შემთხვევაში ჯგუფი მსხვერპლს შემთხვევითი შერჩევის
პრინიპით ირჩევს.
სკოლა უნივერსალური არენაა ბულინგის განსახორციელებლად. ბულინგის დიაგნოსტირება გამოუცდელ ადამიანს გაუჭირდება, რადგან მოძალადე მოზარდები ოსტატურად ნიღბავენ თავიავთ ქმედებას უწყინარი მიზეზების დასახელებით. ასეთი ბავშვებისგან ხშირად გაიგონებთ ფრაზებს: ,,ჩვენ
ვთამაშობთ'', ,, ეს მხოლოდ თამაშია ,ჰკითხეთ, თვითონაც დაადასტურებს'',ყველას ასე
ვეთამაშებით, მას არ
სწყინს, ის ჩვენი მეგობარია...'' ასეთი ფრაზები უკვე
იძლევა დაფიქრების საფუძველს. ყველაზე უცნაური კი ის არის
, რომ მსხვერპლი ხშირად ისე
დამაჯერებლად ეთანხმება თანატოლებს , რომ ყველა კითხვის ნიშანი ქრება და
უფროსები ყურადღებას ადუნებენ.
მსხვერპლის პორტრეტი
ბავშვი , რომელიც თანატოლების მხრიდან მუდმივ ძალადობას განიცდის , უფრთხის უფროსებთან გულახდილობას, რადგან ამას შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე შედეგი მოჰყვეს. მსხვერპლი ცდილობს, იყოს შეუმჩნეველი, საშიშროების შემთხვევაში შეტევას ან თავის დაცვას კი არ ცდილობს, არამედ ფრთხება . ტირის , საცოდავი და უბედური ჩანს. ბავშვი მსხვერპლი უმეტეს დროს საკლასო ოთახსი ატარებს, შესვენების დროსაც კი არ ტოვებს მას, გაურბის თანატოლთა ხმაურიან თავყრილობას. ასეთ ბავშვს შესაძლოა გაუჩნდეს სამედიცინო ჩივილებიც: მოუსვენარი ძილი, თავის ან მუცლის ტკივილი, უმადობა, ენურეზი . ბავშვი -მსხვერპლი შესაძლოა სხვებისაგან მკვეთრად გამორჩეული იყოს, მაგალითად, სხვებზე გაცილებით დაბალი ან მაღალი , მსუქანი ან გამხდარი, ღარიბი ან მდიდარი, წყნარი , ჭკვიანი.., ან არც იყოს ; უბრალოდ ერთ ,,მშვენიერ'' დღეს თვალში არ მოუვიდეს რომელიმე მოზარდს, რომელიც თანამოაზრეთა შემოკრებას შეძლებს. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტერორის ეპიზოდის შემდეგ უარესდება ბავშის აკადემიური მოსწრება , კარგავენ მეგობრებს თანაკლასელთა შორის , სწავლის ხალისს, მოტივაციას. უკიდურესად მძიმე ფორმის ბულინგი შესაძლოა დასრულდეს სუიციდით. ბოლო ხანს მოზარდთა თვითმკვლელობის მოტივად ხშირად ასახელებენ თანატოლების მიერ მიყენებულ ფსიქოლოგიურ ტრამვებს.
აგრესორის პორტრეტი
აგრესორი გამუდმებით ცდილობს, იმაზე უფროსი და ძლიერი ჩანდეს, ვიდრე სინამდვილეშია. სიტუაციურ და როლურ თამაშებში ასეთი ბავშვები ძალის , სისასტიკის დემონსტრირებას ამჯობინებენ. ნებისმიერი თუნდაც უმნიშვნელო, კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზად ფიზიკური ძალა ან ფსიქოლოგიური ზეწოლა ესახებათ . გარეგნულად შესაძლოა არც კი იმჩნევდნენ ამას. მათ მაღალი თვითშეფასება და ფეთქებადი ხასიათი აქვთ. ბავშვ-აგრესორს ძირითადად ახასიათებს: ჭარბი ენერგია, მჭერმეტყველება,საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა, სხვებზე გავლენის მოხდენის და მათი გამოყენების უნარი, პოპულარობის სურვილი. მის ირგვლივ ყოველთვის არის ორზე მეტი თანამოაზრე, რომლებთან ერთადა ის ორგანიზებულად ირჩევს მსხვერპლს.
ბულინგის შედეგი
ძალადობის მსხვერპლი თვითონვე შეიძლება მომავალში მოძალადედ ჩამოყალიბდეს. ბულინგის მსხვერპლი კი სამუდამოდ ან ძალადობის შეწყვეტიდან დიდი ხნის შემდეგაც დეპრესიულ, საკუთარ თავში ჩაკეტილ, უკონტაქტო ადამიანად რჩება.
თანატოლებს შორის ურთიერთობისას ხშირია წახუმრება, გამოჯავრება. დაცინვა,ჩხუბი, სხვადასხვაგვარი კონფლიქტი.ყველა ეს შემთხვევა ბულინგად ვერ ჩაითვლება , მაგრამ თუ ეს პროცესი არ გაკნტროლდა, შესაძლოა უვნებელი ხუმრობები ბულინგში გადაიზარდოს. ეს იმაზეა დამოკიდებული,როგორ რეაგირებს ბავშვი დაცინვასა და აგრესიაზე სხვა ბავშვების მხრიდან.
მსხვერპლის პორტრეტი
ბავშვი , რომელიც თანატოლების მხრიდან მუდმივ ძალადობას განიცდის , უფრთხის უფროსებთან გულახდილობას, რადგან ამას შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე შედეგი მოჰყვეს. მსხვერპლი ცდილობს, იყოს შეუმჩნეველი, საშიშროების შემთხვევაში შეტევას ან თავის დაცვას კი არ ცდილობს, არამედ ფრთხება . ტირის , საცოდავი და უბედური ჩანს. ბავშვი მსხვერპლი უმეტეს დროს საკლასო ოთახსი ატარებს, შესვენების დროსაც კი არ ტოვებს მას, გაურბის თანატოლთა ხმაურიან თავყრილობას. ასეთ ბავშვს შესაძლოა გაუჩნდეს სამედიცინო ჩივილებიც: მოუსვენარი ძილი, თავის ან მუცლის ტკივილი, უმადობა, ენურეზი . ბავშვი -მსხვერპლი შესაძლოა სხვებისაგან მკვეთრად გამორჩეული იყოს, მაგალითად, სხვებზე გაცილებით დაბალი ან მაღალი , მსუქანი ან გამხდარი, ღარიბი ან მდიდარი, წყნარი , ჭკვიანი.., ან არც იყოს ; უბრალოდ ერთ ,,მშვენიერ'' დღეს თვალში არ მოუვიდეს რომელიმე მოზარდს, რომელიც თანამოაზრეთა შემოკრებას შეძლებს. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტერორის ეპიზოდის შემდეგ უარესდება ბავშის აკადემიური მოსწრება , კარგავენ მეგობრებს თანაკლასელთა შორის , სწავლის ხალისს, მოტივაციას. უკიდურესად მძიმე ფორმის ბულინგი შესაძლოა დასრულდეს სუიციდით. ბოლო ხანს მოზარდთა თვითმკვლელობის მოტივად ხშირად ასახელებენ თანატოლების მიერ მიყენებულ ფსიქოლოგიურ ტრამვებს.
აგრესორის პორტრეტი
აგრესორი გამუდმებით ცდილობს, იმაზე უფროსი და ძლიერი ჩანდეს, ვიდრე სინამდვილეშია. სიტუაციურ და როლურ თამაშებში ასეთი ბავშვები ძალის , სისასტიკის დემონსტრირებას ამჯობინებენ. ნებისმიერი თუნდაც უმნიშვნელო, კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გზად ფიზიკური ძალა ან ფსიქოლოგიური ზეწოლა ესახებათ . გარეგნულად შესაძლოა არც კი იმჩნევდნენ ამას. მათ მაღალი თვითშეფასება და ფეთქებადი ხასიათი აქვთ. ბავშვ-აგრესორს ძირითადად ახასიათებს: ჭარბი ენერგია, მჭერმეტყველება,საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა, სხვებზე გავლენის მოხდენის და მათი გამოყენების უნარი, პოპულარობის სურვილი. მის ირგვლივ ყოველთვის არის ორზე მეტი თანამოაზრე, რომლებთან ერთადა ის ორგანიზებულად ირჩევს მსხვერპლს.
ბულინგის შედეგი
ძალადობის მსხვერპლი თვითონვე შეიძლება მომავალში მოძალადედ ჩამოყალიბდეს. ბულინგის მსხვერპლი კი სამუდამოდ ან ძალადობის შეწყვეტიდან დიდი ხნის შემდეგაც დეპრესიულ, საკუთარ თავში ჩაკეტილ, უკონტაქტო ადამიანად რჩება.
თანატოლებს შორის ურთიერთობისას ხშირია წახუმრება, გამოჯავრება. დაცინვა,ჩხუბი, სხვადასხვაგვარი კონფლიქტი.ყველა ეს შემთხვევა ბულინგად ვერ ჩაითვლება , მაგრამ თუ ეს პროცესი არ გაკნტროლდა, შესაძლოა უვნებელი ხუმრობები ბულინგში გადაიზარდოს. ეს იმაზეა დამოკიდებული,როგორ რეაგირებს ბავშვი დაცინვასა და აგრესიაზე სხვა ბავშვების მხრიდან.
ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. საზოგადოების
დიდი ნაწილი ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალის
გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს და თვლის , რომ ფიზიკური დასჯის გარეშე ბავშვის აღზრდა
წარმოუდგენელია. ამაზე ჯერ კიდევ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა მოწმობს,
ხოლო სიტუაცია რომ მას შემდეგ დიდად არ შევლილა ამ ფაქტს სოციალური მომსახურების სააგენტოს
მიერ ,,აიპრესისთვის’’ მოწოდებული ციფრები ადასტურებს.
ბავშვის მიმართ ძალადობა არის ნებისმიერი ქმედება , რომელიც აკნინებს ან
დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ
კეთილდღეობას, საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და განვითარებას.
ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმები
Ø ფიზიკური ძალადობა;
Ø ემოციური ( ფსიქოლოგიური
ძალადობა)
Ø სექსუალური ძალადობა;
Ø უგულებელყოფა;
Ø შრომითი ექსპლუატაცია;
Ø იძულება( ნაადრევი ქორწინება).
განვმარტოთ ძალადობის თვითოეული ფორმა
ფიზიკური ძალადობა
·
ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც ტკივილს აყენებს ბავშვს და
/ ან იწვევს სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას.
·
ფიზიკური ძალადობა გულისხმობს დარტყმას, ხელის კვრას, სხეულის დაზიანება
, თმის მოქაჩვა, ყურის აწევა ( თუნდაც აღმზრდელობითი მიზნით) ან ტრამვის მიყენების
მცდელობას.
·
ემოციური ძალადობა:
სიტყვიერი ან/ და ქცევითი
ზემოქმედებით ბავშვში შიშის , დამცირების , მარტოობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის
საზიანო სხვა მდგომარეობების პროვოცირება.
Ø ქცევა , რომლის მიზანია
ბავშვის ქცევის, ემოციების კონტროლი.რა
Ø დამამცირებელი მეტსახელით
მიმართვა.
Ø მუქარა
Ø ბავშვის შეკითხვის უპასუხოდ
დატოვება.
Ø სამომავლო ქცევის უარყოფითი
პროგნოზი.
Ø დაბრალება.
სექსუალური ძალადობა:
ბავშვის გამოყენება
სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და / ან გამორჩენის მიზნით:
სექსუალური მეტყველებით
თუ შენიშვნებით დევნას,სექსუალურ გარყვნილებას,
ეროტიკული ელფერის ალერსს, თვალთვალს, ბავშვისთვის
პორნოგრაფიული სურათების გადაღებას, სექსუალური
შინაარსის ფილმების ყურებას ან პორნოგრაფიული
ჟურნალების დათვალიერების ნებართვას ან ხელშეწყობას, გაუპატიურებას ან გაუპატიურების
მცდელობას,
უგულებელყოფა:
ბავშვის ფიზიკური და
ფსიქიკური საჭიროებების ხანგრძლივი დაუკმაყოფილებლობა, ბავშვის სიცოცხლის , ჯანმრთელობისა
და განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებების
( საკვები , საცხოვრებელი, ტანსაცმელი , მოვლა,მეთვალყურეობა, ყურადღება, განათლება,
სამედიცინო დახმარება და სხვა) რეგულარული დაუკმაყოფილებლობა მშობლის თუ მეურვის მხრიდან,
ობიექტური მიზეზების გამო ( სიღარიბე, ფსიქიკური
დაავადებები, გამოუცდელობა) ან ამგვარი მიზების გარეშე.
ძალადობის გამომწვევი მიზეზები:
Ø მშობელთა ფსიქიკური
დაავადებები;
Ø ხშირი ოჯახური კონფლიქტები;
Ø მშობელთა ასოციალურობა;
Ø მშობლები, რომლებიც
ბავშობაში თვითონ იყვნენ ძალადობის მსხვერპლი;
Ø არასრული იჯახები;
Ø დაბალი ეკონომიური შემოსავალი,
სიღარიბე;
Ø ცხოვრების წესი.
ძალადობის ხელშემწყობი
ფაქტორები
·
ძალადობა ხელსაყრელია მოძალადისათვის.
·
ბოროტება და სისასტიკე მასობრივ კულტურაში ( კინო, ტელევიზია)
·
ბავშვები არ არიან განობიერებული ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულვებელყოფის
საკითხებში.
·
მშობლები არ არიან ინფორმირებყლი ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხების
შესახებ.
·
ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები ხშირად ვერ იცავენ ბავშვებს ძალადობისაგან
·
დაცვის სამსახურების არასრულყოფილება.
როგორ ამოვიცნოთ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი?
Ø ჩალურჯების ფორმა ან ადგილი შეიძლება მიუთითებდეს,
თუ როგორ იქნა მიღებული ტრამვა, რა საგანი იყო გამოყენებული
Ø მრავალრიცხოვანი სხვადასხვა
ფერის ჩალურჯებები ბავშვის სხეულზე მიუთითებს, რომ ისინი მიღებულის რამდენიმე სხვადასხვა
დღის განმავლობაში;
Ø არ არსებობს არანაირი
განმარტება , თუ როგორ წარმოიქმნა ტრამვა; არ ვიცი, როგორ მოხდა ეს ‘’- ამბობს ბავშვი;
ემოციური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი;
Ø თავდაჯერებულობის ნაკლებობა,
ძალზე დაბალი თვითშეფასება, თვითიზოლაციისკენ მიდრეკილება;
Ø მოზრდილისადმი ზედმეტად
დამოკიდებულება;
Ø პასიურობა , ინიციატივის
არქონა;
Ø ბავში იტყუება;
Ø ბავშვი ასაკისათვის
შეუფერებლად ,,დიდია’’ ან ინფანტილურია.
Ø მშობლები , რომლებიც
ემოციურ ძალადობას ახორციელებენ ბავშვის მიმართ, უარყოფენ პრობლემას
უგულებელყოფილი ბავშვი:
Ø ბავშვის მოუწესრიგებელი
გარეგნული იერსახე- უსუფთაო სახე და სხეული
, ჭუჭყიანი და შეუფერებელი ტანსაცმელი, აუცილებელი მოხმარების საგნები არ აქვს;
Ø ბავშვი ფიზიკურად სუსტად
განვითარებულია- დაბალია, ცოტას იწონის, სუსტია;
Ø კბილებისა და პირის
ღრუს დაავადებები;
Ø ბავშვი დაღლილი და აპათიურია
( აპათია-ყველაფრისადმი გულგრილობა, უინტერესობა, უხალისობა) , უძნელდება ყურადღების
კონცენტრირება, ეძინება;
Ø ბავშვი მუდმივად მშიერია;
Ø ბავშვი არარეგულარულად
დადის ბაღში/ სკოლაში, არ მოჰყავთ ან არ მიჰყავთ დროულად.
Ø ბავშვი შეიმჩნევა წვრილმან
ქურდობებში;
Ø ბავშვს არა აქვს ჰიგიენის
ელემენტარული ჩვევები.
ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ
საკანონმდებლო , ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით
რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი
სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან.
კვლევის შედეგები
კვლევაში
მონაწილეობდა დაწყებითი, საბაზო და საშუალო
საფეხურის 104 მოსწავლე.
გამოკითხულთა დიდი რაოდენობა
(65,4 %)
იყო საბაზო საფეხურის მოსწავლეები, დაწყებითი
საფეხურის (15,4 %), საშუალო საფეხურის ( 19,2%)
. გამოკითხული მოსწავლეების
64,1% იყო გოგონა, 35,9 %
ბიჭი.
გამოკითხულ მოსწავლეთა 31,7%-ს
უმეტესად მოსწონთ სკოლაში სიარული,27,9 %
-ყოველთვის. 29,8 % -ს
ზოგჯერ, ხოლო 10,6% არასდროს არ მოსწონთ სკოლაში სიარული.
სკოლაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს გამოკითხულ მოსწავლეთა
51 %, უმეტესად-23,1 %,ხოლო ზოგჯერ 12,5 %. გამოკითხულ მოსწავლეთა 13,5 % სკოლაში თავს
არასდროს არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ.
კითხვაზე ,, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თუ ჩაუდენია ვინმეს შენ მიმართ მსგავსი რამ- დაგაზიანა,
ან რამე გატკინა სკოლაში?’’ მოსწავლეთა 65,4 % პასუხობს არასდროს, 18,3%- ზოგჯერ, მოსწავლეთა
10,6 % აფიქსირებს, რომ მას ბოლო ერთი წლის
განმავლობაში არა,მაგრამ საერთოდ მომხდარა
მსგავსი შემთხვევა. ხოლო 5,8% აფიქსირებს
, რომ ის ბევრჯერ დააზიანეს და ატკინეს გული.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოკითხულ მოსწავლეთა 53,8 % -ისთვის არ მიუმართავთ
უხეში ან საწყენი სიტყვებით. ზოგჯერ- 21,2 %,
12,5 %- ბევრჯერ, ხოლო 12,5 % -ი აფიქსირებს,რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში
არა , მაგრან საერთოდ მომხდარა მსგავსი რამ.
მოსწავლეთა 34, 6 % აფიქსირებს, რომ ბავშვს სხვა ბავშვები ჩაგრავენ სკოლის ეზოში, 33,7 %-ის აზრით ეს ხდება
საკლასო ოთახში. 17, 3 % აფიქსირებს ,რომ ბავშვს
სხვა ბავშვები ჩაგრავენ საპირფარეშოში, 14, 4%-ის აზრით ბავშვების მიერ ბავშვის ჩაგვრა ხდება დერეფანში.
გამოკითხული მოსწავლეების
45,2 % -ის აზრით ბავშვს სხვა ბავშვები ჩაგრავენ სკოლის შემდეგ, 39,4% -ის აზრით ეს
ხდება შესვენებაზე. 7,7 %-გაკვეთილების დროს. 7,7 % -შესვენებაზე.
საჭიროების შემთხვევაში გამოკითხულ მასწავლეთა
39,4%-ს აქვს მასწავლებლის დახმარების იმედი. სრულად ეთანხმება 30,8 %, ნეიტრალურია 20,2 %, ხოლო არ ეთანხმება
9, 6 %.
გამოკითხულ მოსწავლეთა 92, 3 % მშობლებს აინტერესებთ მათი სკოლის ამბები. 5,8
% აფიქსირებს, რომ მათ მშობლებს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ სკოლის ამბებთან დაკავშირებით.
ხოლი გამოკითხულ მოსწავლეთა 1,9 % აფიქსირებს ,რომ მათ მშობლებს არ აინტერესებთ მათი
სკოლის ამბები.
ღია ტიპის კითხვას მოსწავლეები მოკლე პასუხით იფარგლებიან.
კითხვარებზე გაცემული პასუხების ანალიზის საფუძველზე
გამოიკვეთა ,რომ სკოლაში სიარული არ მოსწონს,
თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში უხეში ან საწყენი სიტყვებით გული ატკინეს, ან დააზიანეს გამოკითხულ მოსწავლეთა მცირე რაოდენობა. გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს დახმარების საჭიროების
შემთხვევაში აქვთ მასწავლებლის იმედი, ისინი მასწავლებელში ხედავენ ადამიანს,რომელიც
მათ მხარესაა. გამოკითხვამ ასევე გვიჩვენა, რომ მაღალია მშობელთა ჩართულობა , მათ აინტერესებთ
შვილების სასკოლო ცხოვრება.
ინტერვენციის დაგეგმვა , შედეგები, ანალიზი
მონაცემთა ანალიზის შედეგების საფუძველზე დავგეგმეთ მრავალფეროვანი ინტერვენციები
1.
საიდუმლო მეწყვილე- მასწვლებელი მოსწავლეებს სთხოვს
ფურცელზე დაწერონ თავიანთი მონაცემები, 10 რამ რისი გაკეთებაც უყვართ და დაკეციი ფურცლები
ჩაყარონ კონტეინერში. თითოეული მოსწავლე ამოიღებს ბარათს და ვისი სახელიც შეხვდება
, ის იქნება მისი ,, საიდუმლო მეწყვილე’’.
მოცემული ინტერვენცია მოსწავლეებს
დაეხმარება მათ ერთმანეთთან დაახლოებაში.
2.
მნიშვნელოვან ადამიანთა ფოტოგალერეა. მასწავლებელი მოსწავლეებს
სთავაზობა მოიტანონ მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანებისა თუ მოვლენების სურათები
და შექმნან ,,მნიშვნელოვან ადამიანთა ფოტოგამოფენა’’.
მოსწავლეები თითოეულ სურათზე წერენ
1-2 წინადადებას, საუბრობენ სურათების მსგავსებასა
და განსხვავებაზე. აქცენტებს აკეთებენ პიროვნულ დადებით თვისებებზე.
3.
შეადგინეთ კალენდარი. მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად,
ავალებს მათ ერთთვიანი კალენდრის შედგენას, რომელშიც უნდა ჩაწერონ ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი
თარიღები.
მოსწავლეები ამ ინტერვენციით შეძლებენ
გაიზიარონ ერთმანეთის ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები .
4.
განტვირთვა და მზრუნველობა. მასწავლებელი მოსწავლეებს
რეკომენდაციას უწევს გაკვეთილის ბოლო წუთები ან კვირაში ერთი დღე დაუთმონ განტვირთვასა და ერთმანეთზე ზრუნვას.
5.
,,კლასის საათი’’, - გაკვეთილის გეგმის ნიმუში
რეკომენდაციები
საჭიროა, რომ სკოლის თანამშრომლებს გააჩნდეთ სურვილი
და უნარი მოახდინონ რეაგირება, როდესაც ბავშვები გაუმხელენ საკუთარ გამოცდილებას ოჯახებსა
და სხვა გარემოში არსებული ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით.
მშობლები ჩართულნი უნდა იყვნენ ნებისმიერ პარტნიორობაში,
რომელებიც ჩამოყალიბდაბა ძალადობის შემცირების მიზნით.
მანდატურები, რომლებიც სკოლაში ძალადიბის შემცირების
პოლიტიკასა და სტრატეგიებს ახორციელებენ პროაქტიულნი უნდა იყვნენ.
სკოლაში არსებულმა
პოზიტიურმა დამოკიდებულებამ საფუძველი უნდა შექმნას ძალადობის შემცირების ნებისმიერი
პოლიტიკისა და სტრატეგიისთვის.
რეფლექსია
სასწავლო წლის დასაწყისში დაგეგმილი კვლევის განსახორციელებლად
დავიწყეთ მონაცემთა შეგროვება, შევადგინეთ კითხვარი.
კოლეგებს გავაცანით პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის თემა
და მიზანი. განვუმარტეთ რა საჭიროებამ გადაგვაწყვეტინა აღნიშნულ თემაზე მუშაობა. წარმოვადგინეთ
კვლევის ყველა ეტაპი: მეთოდების არჩევა, შედეგების ანალიზი, მოქმედების სტრატეგიების
განვითარება და მათი მართებულება, თითოეული ინტერვენციის განხორციელებისას ჩამოყალიბებული
მოლოდინები და მიღებული შედეგები. მონაცემები წარმოვადგინეთ დიაგრამების საშუალებით,
რაც კვლევას თან ახლდა დანართების სახით.
მოქმედების
სტრატეგიების იმ თანმიმდევრობით განხორციელება, რაც აღნიშნულ პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევისას განვახორციელეთ, გამოადგება კოლეგებს, რომლებსაც საკუთარ პრაქტიკაში გამოიყენებენ
. კოლეგების მხრიდან მიღებულმა უკუკავშირმა აამაღლა ჩვენი მოტივაცია და მზაობა ნებისმიერი
ახალი გამოწვევის მიმართ. ჩატარებულმა კვლევამ გაამდიდრა ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკა
.
კვლევაში მონაწილე ყველა მოსწავლეს , მშობლებსა და მანდატურის
სამსახურს მადლობას ვუხდით გულისხმიერებისა და თანამშრომლობისათვის.
ბიბლიოგრაფია
დანართები
პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევის დღიური
(დოკუმენტირება)
გაკვეთილის გეგმა- ბულინგი
კითხვარი
Комментариев нет:
Отправить комментарий