ვირტუალური ლაბორატორია

 მეცნიერება

ფიზიკა
      ფიზიკა (ძველ ბერძ. φύσις „ბუნება“) — საბუნებისმეტყველო მეცნიერება,რომელიც შეისწავლის ბუნების უმარტივეს და ამავე დროს ყველაზე უზოგადეს კანონზომიერებებს, იკვლევს მატერიის აგებულებასა და თვისებებს, სივრცესადა დროში მის მოძრაობის ზოგად ფორმებს.[1][2][3]


ქიმია
     ქიმია — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერების შემადგენლობასა და აღნაგობას, ნივთიერების თვისებებს და გარდაქმნებს, ამ გარდაქმნათა ხელშემწყობ ან თავიდან აცილებისათვის აუცილებელ პირობებს. ქიმიკოსები სწავლობენ ქიმიურ ელემენტებს. ქიმიას გააჩნია ორი ძირითადი დარგი — ორგანული ქიმია და არაორგანული ქიმია. ორგანული ნივთიერებების ძირითადი ელემენტია ნახშირბადი.


ბიოლოგია
     ბიოლოგია (ბერძნ. βιολογίαβίος — სიცოცხლე + λόγος — სწავლებამეცნიერება) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ არსებათა აგებულებას, ფუნქციებს, გავრცელებას, წარმოშობას, განვითარებას, კავშირს ერთმანეთთან და არაცოცხალ ბუნებასთან. იგი მოიცავს სიცოცხლის შემსწავლელ მრავალ სხვა მეცნიერებას. ბიოლოგიის კვლევის მთავარი მეთოდებია: დაკვირვება, აღწერა, შედარება და ცდა. კვლევის შედეგები განიხილება ცოცხალ არსებათა ისტორიული ნათესაობისა და განვითარების თვალსაზრისით. ბიოლოგიის მიერ დადგენილ ფაქტებს და კანონზომიერებებს იყენებს მედიცინასოფლის მეურნეობა და სხვა დარგები.
    

მათემატიკა
     მათემატიკა არის მეცნიერება, რომელიც ეფუძნება აბსტრაგირებას, დედუქციურ მსჯელობას და სიმბოლურ ლოგიკას. ზოგჯერ მათემატიკას აღწერენ როგორც მეცნიერებას რიცხვების, გეომეტრიული ფიგურების და გარდაქმნების შესახებ. უფრო ფორმალური თვალთახედვით მათემატიკა სწავლობს აქსიომატურად განმარტებულ აბსტრაქტულ მათემატიკურ სტრუქტურებს.


ინფორმატიკა
     ინფორმატიკა  მეცნიერება გამომთვლელი მანქანების (კომპიუტერი) საშუალებით ინფორმაციის დამუშავების შესახებ.