გულის მსოფლიო დღე


     29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე (World Heart Day) აღინიშნება. გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით ეს დღე 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ, 29 სექტემბერს, ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღის ორგანიზატორების მიზანია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების ეპიდემიით გამოწვეული საშიშროებისა და პროფილქტიკური ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა და ცოდნის ამაღლება. 

   ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობით, გულის მსოფლიო ფედერაცია 100-ზე მეტ ქვეყანაში ატარებს ღონისძიებებს, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის მასობრივ შემოწმებას, საჯარო ლექციებს, სამეცნიერო ფორუმებს, სპექტაკლებს, გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებს, ორგანიზებულ სეირნობებსა და სპორტულ შეჯიბრს.

  117- საჯარო სკოლის  მოსწავლეებმა  აქტიური მონაწილეობა მიიღეს  გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში




  




„ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“


2017 წლის 27 სექტემბერს მეცნიერების და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა გამოფენა – კონკურსი „ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“. ცენტრის ფოიეში გამოფენილი იყო კონკურსის 23 მონაწილის ნახატები. კონკურსი ჩატარდა ოთხ ნომინაციაში. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წარმომადგენლები.    კონკურსში მონაწილეობდა 117-ე საჯარო სკოლის სამი მოსწავლე: მარიამ ჭინჭარაული,ირაკლი კენჯარაძე, თამარ გრიგორიანი.  კონკურსანტებს გადასცეს სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები