16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა

 ტოლერანტობა – ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. 




16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ტოლერანტობის პრინციპთა დეკლარაციის თანახმად, რომელსაც 1995 წლის 16 ნოემბერს პარიზში UNESCO-ს ინიციატივით „გაეროს“ წევრმა სახელმწიფოებმა მოაწერეს ხელი, ტოლერანტობა ,,მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა – ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის არა მარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც. ტოლერანტობა სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლაში გვეხმარება.”

ტოლერანტობა  თანამედროვე მსოფლიოში საზოგადოებრივი სტაბილურობის გარანტად გვევლინება. ამ უმნიშვნელოვანესი ღირებულების ფორმირება  ოჯახსა და სასწავლო დაწესებულებებში ხდება.

სსიპ ქალაქ თბილისის  № 117 საჯარო სკოლის   /დირექტორი მაია მეტონიძე/       უმნიშვნელოვანესი ამოცანაა-აღზარდოს პიროვნება, რომელიც ჰუმანური, მოქალაქეობრივი და ტოლერანტული იდეების მატარებელი და ერთგული იქნება. 

სადამრიგებლო კლასისს საათის ფარგლებში ფიზიკის პედაგოგმა  ხათუნა ფარულავამ 7 გ კლასში განახორციელა აქტივობები ,,ვქმნით ტოლერანტულ გარემოს'', რომლის მიზანიც იყო მოსწავლეებში საერთო ადამიანური ღირებულებების მიმართ ღიაობისა და მათი სრული გაგების უნარების განვითარება. ძალადობის მიუღებლობის , უთანხმოების, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესაძლებლობებისა და უნარების განვითარება.