"დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი სამედიცინო კოლეჯი"

სსიპ ქალაქ თბილისის №117-ე საჯარო სკოლაში განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში "სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების კურსი", აღნიშნულ კურსს ახორციელებს "დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი სამედიცინო კოლეჯი"
კურსის სახელწოდება: ექთნის პროფესიის არსი და მისი საფუძვლები 
კურს უძღვებოდა: სამედიცინო კორპორაცია ევექსი • EVEX -ის  მთავარი მედდა ტრენერი ლეილა ვოსკანიანი 



 
 სტუმრად დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ სამედიცინო კოლეჯში



 









პრაქტიკული მეცადინეობა


გაკვეთილის გეგმა - ბულინგი


საგანი: კლასის საათი
სწავლების საფეხური / კლასი:  saSualo საფეხური, X2 კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 30 მოსწავლე
თემა:  ბავშვთა მიმართ ძალადობა
მიზანი:  ძალადობის გამომწვევ მიზეზებს , მოქმედებებსა და შედეგებს შორის კავშირის გააზრება. ძალადობის თავიდან აცილების ეფექტური გზების შერჩევა.
საკითხთან დაკავშირებით არგუმენტირებული  მსჯელობის უნარ ჩვევების გაუმჯობესება
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები მსჯელობენ  ძალადობის შესახებ.იციან ძალადობის სახეები,შეუძლიათ ძალადობის მსხვერპლთა პრობლემების გაცნობიერება, ჩამოუყალიბდათ თანაგანცდის უნარი. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან,მასწავლებელთან,ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა



aqtivoba

meTodi
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები

დრო
თითოეული აქტივობiს ბოლოს მისაღწევი შედეგი

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება

მთელი კლასი

2 წთ

ზა
 I ფაზა - გამოწვევა
1 აქტივობა-ასოციაციური რუკა
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს  ჩამოთვალონ მათი აზრით  ძალადობასთან ასოცირებული ფრაზები , მასწავლებელი ახდენს ფლიფჩარტზე დახაზული ასოციაციური სქემის შევსებას
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
ფლიფჩარტი ,
მარკერი
3 წთ
წინარე ცოდნის დადგენა

2 აქტივობა-კითხვარი
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს კითხვარს
მოსწავლეები კითხვარში ჩამოთვლილ ქმედებებს მიიჩნევენ თუ არა ძალადობად ანაწილებენ გრაფაში/ დიახ, არა ,გააჩნია სიტუაციას, არ ვიცი/.შემდეგ მოსწავლეები  ასაბუთებენ მიღებულ გადაწყვეტილებას

ინდივიდუალური კითხვარი
ინდივიდური
ფურცლები,კალამი
3 წთ
მოსწავლეს აქვს უნარი გამოხატოს თავისი შეხედელება და ახერხებს მიღებული გადაწყვეტილების  დასაბუთებას

3 აქტივობა - ფილმის ჩვენება ,,ყვირილი’’
მასწავლებელი უჩვენებს ფილმს ძალადობის თემაზე
კითხვები: რა გრძნობა გამოიწვია ფილმა თქვენში, რას ეხება ფილმი,თქვენ როგორ მოიქცევით მსგავს სიტუაციაში
აუდიოვიზუალური მოსმენა
დისკუსია
kiTxva-pasუხი
მთელი კლასი
პროექტორი, კომპიუტერი, ეკრანი , ელექტრონული რესურსი-ფილმი
7 წთ
მოსწავლე პასუხობს  ნანახი ფილმის გარშემო დასმულ კითხვებზე. გამოხატავს თავის ემოციებს, განწყობებს, სურვილებს

II ფაზა-სიღრმისეული წვდომა
4 აქტივობა-მინილექცია
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ძალადობის სახეებს
·ოჯახში ძალადობა
·         გენდერული ძალადობა
·         ბავშვთა მიმართ ძალადობა და უგულებელყოფა
·         სტრუქტურული ძალადობა
·         ბულინგი/თანატოლთა შორის ძალადობა/

განმარტება-ბავშვთა მიმართ ძალადობა  არის ნებისმიერი ქმედება,რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას,საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და განვითარებას
ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმები: ფიზიკური,ემოციური, სექსუალური, უგულებელყოფა, შრომითი ექსპლუატაცია, იძულება/ნაადრევი ქორწინება/
ძალადობის გამომწვევი მიზეზები:
·         მშობელთა ფსიქიკური დაავადებები;
·         ხშირი ოჯახური კონფლიქტები;
·         მშობლები,რომლებიც ბავშვობაში თვითონ იყვნენ ძალადობის მსხვერპლი;
·         არასრული ოჯახები;
·         დაბალი ეკონომიური შემოსავალი, სიღარიბე;
·         ცხოვრების წესი

პრეზენტაცია


მთელი კლასი

პროექტორი, კომპიუტერი, ეკრანი , ელექტრონული რესურსი-სლაიდშოუ
5წთ
ინფორმაციის მიღება ძალადობის სახეებზე. ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებსა და გამომწვევ მიზეზებზე

5 აქტივობა-,,გვირილა’’
ხდება მოსწავლეთა განაწილება ჯგუფებში  /ურიგდებათ ფერადი ფურცლები და ერთნაირი ფერის ფურცლის მქონე მოსწავლეები ერთ ჯგუფში ერთიანდება/
მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს გვირილის ფურცლებს და სთხოვს ჩამოწერონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ქცევის გამოვლინებები / ფიზიკური ძალადობის,ემოციური ძალადობის, უგულებელყოფილი ბავშვი , ძალადობაგანცდილი ბავშვი/ ყოველი წუთის გასვლის შემდეგ ხდება ფურცლების გადაწოდება საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით და განსხვავებული ფერის მარკერის საშუალებით ხდება საკითხის შევსება- დამატება ,ბოლოს ფურცლები უბრუნდება საწყის პოზიციას, ჯგუფის წევრების მხრიდან ხდება დამატებითი ჩანაწერების განხილვა-შეჯერება.
შემდეგ  თითოეული ჯგუფის წარმომადგენელი ახდენს პრეზენტაციას

სასწავლო გაჩერებები
ჯგუფური
ფურცლები, მარკერები
10წთ
მოსწავლეებს შეუძლიათ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ქცევის გამოვლინებები შესახებ აზრის ჩამოყალიბება. ჯგუფური , თანამშრომლობი-თი უნარ- ჩვევების გაუმჯობესება.
პრეზენტაციის უნარის გაუმჯობესება


III ფაზა-შეჯამება
მასწავლებელი სვამს შეკითხვებს?
რა შეისწავლეთ დღეს?
რა დაგამახსოვრდებათ და რატომ?
რა იყო მნიშვნელოვანი?
ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვის რა გზებს შემოგვთავაზებთ

დისკუსია- მსჯელობა


მთელი კლასი

7 წთ
ახალი მასალის გაგება განმტკიცება აქტივობების საშუალებით და არგუმენტირებული  მსჯელობის უნარ ჩვევების გამომუშავება

საშინაო დავალება
გაიხსენეთ თქვენს გარშემო არსებული ბავშვთა ძალადობის შემთხვევები და მათი გადაჭრის გზები


რვეული ,კალამი
3წთ















2. აქტივობა
ორ მოსწავლეს მასწავლებელი მისცემს წინასწარ ფურცლით გამოჭრილ ორ გულს. მოსწავლეები რიგ-რიგობით ჯერ ერთ მოსწავლეს ეტყვიან ზედმეტ სახელებს, თითოეული ზედმეტი სახელის თქმის დროს მოსწავლე მოჭმუჭნის ამ გამოჭრილ გულს, საბოლოოდ გული მთლიანად მოიჭმუჭნება, შემდეგ მოსწავლე გაშლის ამ მოჭმუჭნულ გულს, მაგრამ ის ისე აღარ გასწორდება, როგორც თავდაპირველად იყო. შემდეგ მეორე მოსწავლეს ეტყვიან კარგ, თბილ, სასიამოვნო სიტყვებს, სადაც გულს არაფერი არ შეემჩნევა. მოსწავლეები შეადარებენ გულებს ერთმანეთს და დასკვნას გააკეთებენ, რომ ზედმეტი სახელების დაძახებით ადამიანს ტკენენ გულს და ის თავის კვალს ტოვებს ცხოვრების მანძილზე.

როლური თამაში (სწავლა კეთებით)
მთელი კლასი
ფურცელი
6 წთ.
მოდელირების საფუძველზე ცოდნის შეძენა.

3. აქტივობა
მასწავლებელი პროექტორით აჩვენებს ფილმს. მოსწავლეები აღწერენ ფილმში გამოსახულ სიტუაციებს და გამოთქვამენ ვარაუდებს, თუ რა სიტუაციას შეიძლება ასახავდეს ეს ფაქტები.

ვარაუდების გამოთქმა
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი, ელექტრო რესურსი.
20 წთ.
ფილმის ნახვა და მის ირგვლივ პასუხების გაცემა

II ფაზა-ინფორმაციის მიწოდება
მასწავლებელი უხსნის რა არის ბულინგი? გააცნობს მოსწავლეებს ბულინგის სამ ტიპს: ემოციურს, სიტყვიერს და ფიზიკურს. ჩამოუთვლის ბულინგის დამახასიათებელ ქცევებს: ზედმეტი სახელების დარქმევა, დაცინვა, მუქარა, ხელის კვრა, მუშტებით ან ფეხით ცემა, დაშინება, ჯგუფიდან გარიყვა, უცენზურო სიტყვების დაწერა და ასე შემდეგ.

ლექციური ტიპი
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
3 წთ.
ინფორმაციის მიწოდება და გაგება

III ფაზა-შეჯამება
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს სააზროვნო კითხვებს:
1.      დაუკავშირეთ ახსნილ მასალას თქვენს მიერ ნანახი ფილმი და აქტივობა (გული)?
2.      დაასახელეთ ბულინგის რომელი ტიპებია გამოყენებული?
3.      იმსჯელეთ  და გააკეთეთ დასკვნები.

კითხვა - პასუხი
მთელი კლასი

8 წთ.
წინარე ცოდნის გამოყენებით ახალი მასალის ათვისება და მისი პრაქტიკაში გამოყენება, რამაც ხელი შეუწო უნარ -ჩვევების განვითარებას.

საშინაო დავალება                                 
გაიხსენონ თუნდაც ერთი შემთხვევა, თუ შესწრებიან ან თვითონ ხომ არ ყოფილან ძალადობის ან ბულინგის მსხვერპლი და იმუშაონ პრევენციასა და      გადაჭრის გზებზე.

ინდივიდუალურად
თაბახის ფურცლები
2 წთ.




























    


     გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

    ფლობენ ინფორმაციას, თუ რა არის ბულინგი?
როგორი ტიპები არსებობს, როგორ დაიცვან თავი ძალადობისაგან. გაიგეს, თუ რა სახის პასუხიმგებლობების გამოყენება შეიძლება  ძალადობის  შემთხვევაში. გამოიტანეს დასკვნები, თუ რა შეიძლება გაკეთდეს სკოლის და საზოგადოების მიერ ბულინგის პრობლემის გადასაჭრელად, განუვითარდათ უნარ - ჩვევები.







გაკვეთილზე გამოყენებული ლინკები:

https://www.youtube.com/watch?v=w6qncslPMHA




 პედაგოგიური კვლევა- ბავშვთა მიმართ ძალადობა