რესურსი- ტესტები

რესურსი -ფიზიკის საატესტატო გამოცდისთვის


 ფიზიკური სიდიდეები,  ფიზიკური ერთეულები, ფორმულები

ყველაფერი,რაც შეიძლება იყოს მეტი, ნაკლები ან ტოლი და რისი გაზომვაც შეიძლება , არის ფიზიკური სიდიდე.
გავზომოთ ფიზიკური სიდიდე ნიშნავს, შევადაროთ იგი იმგვარივე სიდიდეს , რომელიც პირობითად ერთეულის ტოლად არის მიღებული.
ფიზიური სიდიდეების ერთეულთა ერთობლიობას ერთეულთა სისტემა ჰქვია.
ზოგიერთი ფიზიკური სიდიდის გაზომვა უშუალოდ ხელსაწყოთია შესაძლებელი, ზოგიერთის -არა.
გაზომვას ეწოდება პირდაპირი, როდესაც ფიზიკური სიდიდე უშუალოდ ხელსაწყოთი იზომება და ვიგებთ მის მნიშვნელობას.პირდაპირი გზით გაზომვისას აუცილებელია ხელსაწყოს დანაყოფის ფასის განსაზღვრა. რაც უფრო ნაკლებია დანაყოფის ფასი, ხელსაწყო მით უფრო მგრძნობიარეა
გაზომვას,როდესაც საძიებელი ფიზიკური სიდიდე უშუალოდ არ იზომება, არაპირდაპირი ეწოდება. იგი იანგარიშება ფორმულით, რომელიც საძიებელ ფიზიკურ სიდიდეს აკავშირებს პირდაპირი გაზომვით განსაზღვრულ სიდიდეებთან




დააკავშირეთ ფიზიკური სიდიდეები საზომ ერთეულებთან და შესაბამის ფორმულებთან

https://learningapps.org/display?v=pfedjvgmj18



https://learningapps.org/display?v=p5tgbizfj18


https://learningapps.org/display?v=pungqym3c18


რეფლექსია

წარმოდგენილი რესურსი შექმნილია https://learningapps.org პროგრამაში. რესურსის სასწავლო მიზნებია:
·         კლასიფიკაციის უნარის განვითარება;

·         ფიზიკური სიდიდეების დაკავშირება საზომ ერთეულებთან და შესაბამის ფორმულებთან

მოცემული რესურსის სერიის შექმნა განაპირობა  საატესტატო გამოცდების მზადების პროცესში ფიზიკაში ნასწავლი მასალის : ფიზიკური სიდიდეების, ფიზიკური ერთეულების , ფორმულების ხალისიანად გამეორება დამახსოვრების საჭიროებამ მეთერთმეტე კლასის  მოსწავლეებისთვის;
რესურსი შეესაბამება  ესგ-ით განსაზღვრულ შედეგებს.
მოცემული რესურსი გათვლილია  სუსტი და ძლიერი აკადემიური მაჩვენებლის მქონე მოსწავლეებისთვის
ფიზიკური სიდიდეების, ერთეულების .ფორმულების გამეორების გაკვეთილზე  ინფორმატიკის კაბინეტში  მულტიმედია პროექტორის საშუალებით მოვახდინე რამდენიმე მოსწავლესთან ერთად აღნიშნული რესურსების პრეზენტაცია მკაფიო ინსტრუქტაჟის მიცემით. შემდგომ მოსწავლეები ხალისით ვარჯიშობენ- ზოგი ინდივიდუალურად, ზოგიც წყვილებში. აღნიშნულ რესურსზე ვარჯიში ვთხოვე საშინაო დავალებად რაც გამოიწვევდა მასალის ხარისხიანად, უშეცდომოდ დამახსოვრებას
ამ რესურსის მოდფიცირება / დამატება, ამოღება ფიზიკური სიდიდეების, ფორმულების, ერთეულების/ შესაძლებელია, რაც საშუალებას იძლევა სხვა კლასის მოსწავლეთა ცოდნაც შემოწმდეს აღნიშნულ საკითხზე.

 მოცემული რესურსის გამოყენებამ  ხალისი და აზარტი შეეიტანა ჯგუფებში.
აღნიშნულმა რესურსმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა  კლასიფიკაციის უნარის განვითარებას
 რესურსის ამ ფორმით მიწოდებამ დამახსოვრების და გამეორების სწრაფი ეფექტი მოახდინა.
 მოცემული რესურსი საჯაროა. მისი გამოყენება შეუძლია  ფიზიკის მასწავლებლებს და ნებისმიერ მსურველს. 
 გისურვებთ წარმატებებს.