22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

ყოველი წლის 22 აპრილს, მსოფლიოს 175 ქვეყანაში დედამიწის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.

დედამიწის დღე ამერიკელმა სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცნენ.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით 117- საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა დარგეს ნერგები და სკოლის ულამაზესი ეზო კიდევ უფრო მეტად დაამშვენეს


















მეთერთმეტე კლასის მოსწავლეების საყურადღებოდ!



 გაცნობებთ, რომ 2017-2018 წლის II სემესტრში 117 საჯარო სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს ფიზიკის წრე -''CAT''.
ხელმძღვანელი ხათუნა ფარულავა.
წრის მიზანია მოსწავლეთა   ცოდნის გაღრმავება  და შემოქმედებითი წარმოსახვის განვითარება. მზადება ფიზიკის  საატესტატო გამოცდის ჩასაბარებლად.
 მეცადინეობა ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს -1 საათი
  
პროგრამა




თარიღი

თემა
გაკვეთილის სასწავლო მიზანი

რესურსები

სტანდარტთან შესაბამისობა
1

 12.4.18
კინემატიკა
მოსწავლემ განასხვაოს მოძრაობის სახეები,აღწეროს მათი ტრაექტორიები და გამოსახოს სქემატურად
მოსწავლემ შეძლოს განასხვაოს თანაბარი და არათანაბარი მოძრაობები
სახელმძღვანელო, რვეული, დაფა , ცარცი, 
ფიზ.XI.5 მოსწავლეს შეუძლია სხეულთა თანაბარი და არათანაბარი მოძრაობის აღწერა
2



 19.4.18
ნიუტონის კანონები და ბუნების ძალები


მოსწავლემ ადეკვატურად გამოიყენოს ცნებები, კანონები და ფორმულები ამოცანების ამოსახსნელად.

მოსწავლემ შეძლოს დაახასიათოს არათანაბარი მოძრაობა საშუალო  სიჩქარით.
მოსწავლემ შეძლოს ამოიცნოს  მოძრაობის სახე კოორდინატისა და სიჩქარის  დროზე დამოკიდებულების  გრაფიკებით.
სახელმძღვანელო, რვეული, დაფა , ცარცი, 
ფიზ.XI.5 მოსწავლეს შეუძლია სხეულთა თანაბარი და არათანაბარი მოძრაობის აღწერა
ფიზ.XI.6  მოსწავლეს შეუძლია სხეულთა მოძრაობის და ურთიერთქმედებების აღწერა
3

 26.4.18
მუდმივობის კანონები მექანიკაში
მოსწავლემ შეძლოს დააკავშიროს ენერგიის  ცვლილება შესრულებულ მუშაობასთან, დაადგინოს იმპულსის მუდმივობის კანონი.
მოსწავლემ ადეკვატურად გამოიყენოს ცნებები, კანონები და ფორმულები ამოცანების ამოსახსნელად.
სახელმძღვანელო, რვეული, დაფა , ცარცი, 
ფიზ.IX.7 მოსწავლეს შეუძლია მექანიკური მუშაობისა და ენერგიის შესახებ მსჯელობა
ფიზ.XI.6  მოსწავლეს შეუძლია სხეულთა მოძრაობის და ურთიერთქმედებების აღწერა
5

 10.5.18
ჰიდრო და აეროსტატიკა
მოსწავლემ შეძლოს წნევის შემცირების ან გაზრდის კონკრეტული პრობლემის გადაჭრა. აღწეროს ჰიდრავლიკური წნეხის მოქმედების პრინციპი, გამოიანგარიშოს სითხის წნევა, გამოთქვას ვარაუდი ატმოსფერული წნევის ცვლილებების შესახებ


სახელმძღვანელო, რვეული, დაფა , ცარცი, 
ბუნ .8 მოსწავლე ახასიათებს წნევას
6

 17.5.18
მექანიკური რხევები და ტალღები


მოსწავლემ გააანალიზოს რაოდენობრივი კავშირი რხევის მახასიათებელ ფიზიკურ სიდიდეებს შორის
სახელმძღვანელო, რვეული, დაფა , ცარცი, 
ფიზ.XI.5 მოსწავლეს შეუძლია მექანიკური რხევებისა და ტალღების დახასიათება.
7

 24.5.18
გეომეტრიული ოპტიკა


მოსწავლემ შეძლოს  დააკვირდეს და აღწეროს სინათლის გავრცელება ერთგვაროვან და არაერთგვაროვან გარემოში.

მოსწავლემ ადეკვატურად გამოიყენოს ცნებები, კანონები და ფორმულები ამოცანების ამოსახსნელად.

ფიზ.XI.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ოპტიკის ძირითადი პრინციპების ანალიზი







8

 31.5.18
სითბური მოვლენები


მოსწავლემ ადეკვატურად გამოიყენოს ცნებები, კანონები და ფორმულები ამოცანების ამოსახსნელად.
სახელმძღვანელო, რვეული, დაფა , ცარცი, 
ფიზ.XI.7 მოსწავლეს შეუძლია სითბური მოვლენების ანალიზი მოლეკულურ-კინეტიკური თეორიისა და თერმოდინამიკის კანონების დახმარებით
9

7.6.18 
ელექტრული მოვლენები
მოსწავლემ შეძლოს ანალიზის გაკეთება კულონის კანონის სადემონსტრაციო ცდის . შეძლოს დაძაბულობის ფიზიკური არსის  გარკვევა
მოსწავლემ ადეკვატურად გამოიყენოს ცნებები, კანონები და ფორმულები ამოცანების ამოსახსნელად.
სახელმძღვანელო, რვეული, დაფა , ცარცი, 
ფიზ.X.5. მოსწავლეს შეუძლია ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა
10

 8.6.18
ელექტრული დენი
მოსწავლემ ადეკვატურად გამოიყენოს ცნებები, კანონები და ფორმულები ამოცანების ამოსახსნელად.
სახელმძღვანელო, რვეული, დაფა , ცარცი, 
ფიზ.X.5. მოსწავლეს შეუძლია ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა




რეფლექსია

  
   2017-2018 წლის II სემესტრში ,12 აპრილიდან 117-ე საჯარო სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებდა ფიზიკის წრე-''CAT''.
  წრეში გაერთიანების მსურველთათვის წრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია განვათავსე ბლოგზე.

https://fizika117.blogspot.com/2018/04/blog-post_16.html

წრის შექმნა განპირობებული იყო მოსწავლეთა სურვილით. მიეღოთ დამატებითი კონსულტაცია საატესტატო გამოცდის  პროგრამით გათვალისწინებული საკითხების შესახებ.   წრეში გაერთიანდა 15 მოსწავლე.
    წრის მიზანი იყო  მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და შემოქმედებითი წარმოსახვის განვითარება, გამოყენების,ანალიზის,მონაცემების ინტერპრეტაციის უნარების განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შევადგინე პროგრამა გამოსაშვები გამოცდების პროგრამის მიხედვით
  თითოეული გაკვეთილის სასწავლო მიზანი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის მიხედვით   იყო  დასახული.  მიზნის მისაღწევად  გამოვიყენე  რესურსები: ფიზიკა ტესტები/ლ ჩიჩუა.რ.ქანთარია/: ფიზიკა საატესტატო გამოცდებისთვის /ქ ტატიშვილი.ზ ბერია/; მოვემზადოთ საატესტატო გამოცდებისთვის /ბ .სულაკაურის გამომცემლობა/. ელექტრონული რესურსები
https://fizika117.blogspot.com/2018/06/blog-post_14.html
ფლიპჩარტები, მარკერები, დაფა, ცარცი.
  მეცადინეობა  ტარდებოდა  ყოველ ხუთშაბათს -1 საათი.
  წრის მუშაობა , ყოველი მეცადინეობა ხალისიანად , მოსწავლეთა მაქსიმალური აქტივობით მიმდინარეობდა 
     ფიზიკის წრე დაეხმარა მოსწავლეებს თეორიული მასალის უკეთ გაგებაში და გააზრებაში. განუვითარა ცოდნის გამოყენების უნარი. ამოცანების ამოხსნის პროცესში მოსწავლეები იძენდნენ თავდაჯერებულობას და პრობლემის გადაჭრის გზების შერჩევის უნარს. ტესტები რომლებიც მოიცავდა არა მხოლოდ თავის საკითხებს,არამედ მთელ გავლილ მასალას მეხმარებოდა აღმომეჩინა ხარვეზები და მიზანმიმართულად ვმუშაობდი მათ აღმოფხვრაზე.
        სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად  ვაქვეყნებდი წრის მუშაობის ამსახველ ფოტოს:
https://fizika117.blogspot.com/2018/06/blog-post.html
ფიზიკის წრეზე მიგებული ცოდნა და რჩევები დაეხმარა მოსწავლეებს საატესტატო გამოცდის წარმატებით დაძლევაში

პრაქტიკული ტური კლინიკაში

     
       საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს "პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში შპს "დავით ტვილდიანის სახელობის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯი“-ს მიერ განხორციელებული "პირველადი გადაუდებელი დახმარების და ავადმყოფის მოვლის პრინციპები" კურსი, პრაქტიკული ტურით დასრულდა.
სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“-ს ხელშეწყობით, სკოლის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, რეალურ გარემოში გაცნობოდნენ ექთნის პროფესიულ უფლება-მოვალეობებს და განეხორციელებინათ მარტივი მანიპულაციები კურისის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე
117-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა  ქ. თბილისის, „მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფომ“;