https://www.facebook.com/photo/?fbid=1461929132400259&set=a.504041994855649
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი სკოლის ფიზიკის პედაგოგმა, ხათუნა ფარულავამ, წარმატებით გაიარა ტესტირების ეტაპი და ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ იმ 100 მასწავლებელს შორის მოხვდა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ „STEAM განათლების“ პროექტის მომდევნო ეტაპზე.
პროგრამის ფარგლებში, 22-26 ივნისს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) უმასპინძლებს 5-დღიან ინტენსიურ პრაქტიკულ ბანაკს, სადაც პედაგოგები STEAM განათლებისა და სასკოლო კლუბების მართვის მიმართულებით გადამზადდებიან.
პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვან სიახლეს მოუტანს ჩვენს სასკოლო საზოგადოებას: მომავალი, 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლაში ოფიციალურად დაფუძნდება STEAM კლუბი. კლუბის ფარგლებში მოსწავლეებისთვის მოეწყობა ყოველკვირეული პრაქტიკული სამუშაო შეხვედრები, რაც მათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებულად შესწავლაში დაეხმარება.
სკოლის დირექტორი, ქალბატონი ია ღვინაძე, სრულ მხარდაჭერას უცხადებს ამ ინიციატივას და უკვე ოფიციალურად დაადასტურა მზაობა, რათა ხელი შეუწყოს ახალი სასწავლო წლიდან კლუბის შეუფერხებელ ფუნქციონირებასა და პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას.
ვულოცავთ ქალბატონ ხათუნას ამ ეტაპის დაძლევას და წარმატებულ ბანაკს ვუსურვებთ!