learningapps.org

 https://learningapps.org/display?v=pom99oqac20

რესურსები მათემატიკაში

 












გეომეტრიული ფიგურები



 

წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, 117 საჯარო სკოლაში, მათემატიკის კათედრის ინიციატივით ხორციელდება პროექტი, „მათემატიკური ფორმების დღესასწაული“. პროექტის მიზანია, მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაცია და მისი სხვა, უფრო საინტერესო კუთხით გაცნობა, რაც სწავლა-სწავლების პროცესს ინტერაქტიულს და საინტერესოს გახდის. კათედრათა შორის თანამშრომლობის ფარგლებში პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დაწყებით და ხელოვნების კათედრებს. მოსწავლეები საკუთარი ხელით შექმნიან კრეატიულ საახალწლო ფიგურებს, პოსტერებს, გაეცნობიან პასკალის სამკუთხედს და შექმნიან მის ანალოგს საახალწლო ნაძვის ხის სახით, შექმნიან კედლის გაზეთებს, მათემატიკური ფიგურებისგან შექმნიან აპლიკაციებს და ნახატებს. გაალამაზებენ სასკოლო გარემოს, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში. პროექტში მონაწილეობის მიღება სამივე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) მოსწავლეებს შეუძლიათ.
პროექტის განხორციელების პერიოდი განსაზღვრულია 20 დეკემბრამდე.



7 გ კლასის მოსწავლეთა ნამუშევარი