მადლობა, რომ ეწვიეთ ჩემს ბლოგს. ბლოგი ეძღვნება ფიზიკით დაინტერესებულ მკითხველს .
ფიზიკის დღევანდელი მეცნიერული დონე სწავლულთა მრავალი თაობის დაუცხრომელი კვლევა -ძიების შედეგია. ამგვარმა განუწყვეტელმა ძიებამ მიიყვანა კაცობრიობა ორ უდიდეს რევოლუციამდე, რომლებიც ამ დარგში XX საუკუნის დასაწყისში მოხდა-ეს იყო ფარდობითობის თეორიისა და კვანტური მექანიკის შექმნა, რამაც ძირფესვიანად შეცვალა ძველი წარმოდგენები და სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებაში სრულიად ახალი მიმართულებები დანერგა.
ფიზიკა ასევე შეიჭრა წმინდა ფილოსოფიის სფეროშიც. ატომურმა ფიზიკამ ახლებურდ დაგვანახვა ფილოსოფიური, ეთიკური და პოლიტიკური პრობლემებიც კი. ,,დარწმუნებული ვარ, სწორედ თეორიული ფიზიკაა ჭეშმარიტი ფილოსოფია",-წერს ნობელის პრემიის ლაურეატი მაქს ბორნი.
ფაქტობრივად, ახალი ფიზიკისა და ახალი ფილოსოფიის ბოლოდროინდელმა მიღწევებმა ისეთი სამყაროთა არსებობის შესაძლებლობა დაუშვა, მანამდე მიუწვდომელი რომ იყო როგორც გონებისთვის, ისე გრძნობითი აღქმისთვისაც.
ამ სამყაროთა ფიზიკური , ფილოსოფიური, რელიგიური თუ სხვა სახის კვლევა მომავლის საქმეა. ამისთვის აუცილებელია, გაეცნო კლასიკური ფიზიკის საფუძვლებს, რადგან სწორედ ფიზიკაა ის მეცნიერება,რომელიც გვიყალიბებს სწორ შეხედულებებს სამყაროზე, გვაზიარებს ტექნიკისა და მეცნიერების უახლეს მიღწევებს , გვიფართოებს თვალთახედვის ჰორიზონტს....
თქვენი მოსაზრება ჩემთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად, გთხოვთ დააფიქსიროთ კომენტარის სახით, ან დატოვოთ გამოხმაურება ბლოგის ფეისბუქ გვერდზე.
დიდი მადლობა!
ძალიან კარგი შემართებაა !
ОтветитьУдалитьწარმატებებს გისურვებთ და ველით ახალ ინფორმაციებს.
ძალიან მწირი ინფორმაციაა ფიზიკაზე ქართულ ინტერნეტ სივრცეში, კარგია ასეთი ბლოგების არსებობა!
ОтветитьУдалитьკარგი დასაწყისია! წარმატებებს გისურვებთ!
ОтветитьУдалитьსაინტერესო ბლოგია, განსაკუთრებით ფიზიკასთან კავშირია ჩემთვის საინტერესო. გისურვებთ წარმატებებს!
ОтветитьУдалить