„ხელოვნება და მეცნიერება განათლებაში“

2017  წელი,26 ოქტომბერი



მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ბირთვული კვლევების ევროპული საბჭოს (CERN) ინიციატივით, მასტერკლასი „ხელოვნება და მეცნიერება განათლებაში“ გაიმართა, რომელიც ნაწილაკთა ფიზიკის შესახებ საერთაშორისო მასტერკლასების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

მასტერკლასს თბილისის საჯარო სკოლის 80-მდე ფიზიკის მასწავლებელი ესწრებოდა, რომელსაც ბირთვული კვლევების ევროპული საბჭოს (CERN) ფრანგი და ქართველი პროფესორები უძღვებოდნენ.

მასტერკლასის მიზანი იყო მსმენელთათვის ნაწილაკთა ფიზიკის მომხიბვლელი სამყაროს გაცნობა ხელოვნების საშუალებით.


https://www.facebook.com/mascavleblissaxli/photos/a.1339123416196572.1073742304.116905665085026/1339123876196526/?type=3&theater

მეშვიდე კლასის მოსწავლეების საყურადღებოდ!


 გაცნობებთ, რომ 2017-2018 წლის I სემესტრში 117 საჯარო სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს ფიზიკის წრე -''სახალისო ფიზიკა''.
ხელმძღვანელი ხათუნა ფარულავა.
წრის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და შემოქმედებითი წარმოსახვის განვითარება.
 მეცადინეობა ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს -1 საათი



ფიზიკის წრის პროგრამა





თარიღი

თემა

გაკვეთილის სასწავლო მიზანი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის მიხედვით


რესურსები
სტანდარტთან შესაბამისობა
1

26.10.2017
ბუნებისმეტყველების საგანი, ფიზიკური სიდიდეები. ფიზიკის ლაბორატორიაში არსებული ხელსაწყოები  და მუშაობის წესი. უსაფრთხოების დაცვა

მოსწავლემ შეძლოს ბუნებაში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებისას აწარმოოს სხვადასხვა გაზომვითი საქმიანობები, აღრიცხოს მონაცემები, დროის, სიგრძის და მასის საზომი ერთეულები წარმოადგინოს ,,SI’’ სისტემით. მოსწავლემ შესაბამისი მასალის, აღჭურვილობის და მასლების გამოყენებით ჩაატაროს დაგეგმილი ცდები უსაფრთხოების წესების დაცვით

სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი , რვეული, კალამი.
ხელსაწყოები

ბუნ.VII.1
ბუნ.VII.2
ბუნ.VII.3
2

2.11.2017
ნივთიერების მყარი , თხევადი და აირადი მდგომარეობები. მოდელირება,პროექტი


მოსწავლემ შეძლოს განასხვაოს მყარი თხევადი და აირადი მდგომარეობები მათი თვისებებისა  (მოცულობისა და ფორმის შენარჩუნება) და ატომურ- მოლეკულური სტრუქტურის მიხედვით. განუვითარდეს  სააზროვნო , კომუნიკაციის უნარ- ჩვევები. მოსწავლემ შეძლოს შექმნას და წარმოადგინოს მოლეკულის მოდელები

პლასტელონი, პლასმასის ბურთები , წვრილი ჩხირები, წებო

ბუნ.VII.8
3

9,11.2017

ნივთიერების სიმკვრივე; სიმკვრივის პრაქტიკული მნიშვნელობა
მოსწავლემ შეძლოს დააკავშიროს ნივთიერების სიმკვრივე მის პრაქტიკულ გამოყენებასთან; ადეკვატურად გამოიყენოს შესაბამისი ცნებები და ფორმულები ამოცანების ამოსახსნელად

სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი , რვეული, კალამი

ბუნ.VII.9
4

16.11.2017

ძალა და მისი გაზომვა
მოსწავლემ შეძლოს ჩამოთვალოს მოძრაობის მაგალითები, რომლებიც  გამოწვეულია სხეულზე უშუალო ( მაგ. მოქაჩვა ან ბიძგი) და არაუშუალო ( მაგ. დედამიწის მიზიდულობა) მოქმედებით; განმარტოს ვექტორი და ვექტორული ფიზიკური სიდიდე. ძალების მაგალითზე განიხილოს ერთი წრფის გასწვრივ მიმართული ვექტორების შეკრება

სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი , რვეული, კალამი

ბუნ.VII.9
5

23.11.2017
სიმძიმის,  ხახუნის , დრეკადობის ძალა. ჰუკის კანონი
 მოსწავლემ შეძლოს ჩამოთვალოს ბუნებაში არსებული ძალების გამოვლინების მაგალითები/ ყოველდღიური ცხოვრებიდან/ და ისაუბროს მათ მნიშვნელობაზე. ჩაატაროს ცდები სხვადასხვა სხეულის მოძრაობაზე დასაკვირვებლად, აღწეროს და სქემატურად გამოსახოს მასზე მოქმედი ძალები( სიმძიმის, ხახუნის, დრეკადობის, ამომგდები ძალები). რაოდენობრივად ჩამოაყალიბოს  ჰუკის კანონი.
სხვადასხვა სხეული. დინამომეტრი.

სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი , რვეული, კალამი

ბუნ.VII.9
6

30.11.2017

წნევა, წნევის გადაცემა. ამოცანების ამოხსნა
მოსწავლემ  შეძლოს აწარმოოს სხეულთა  მიერ წარმოებულ წნევაზე დაკვირვება, მონაცემები გაანალიზოს და  გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა. ადეკვატურად გამოიყენოს შესაბამისი ცნებები, კანონები და ფორმულები  ამოცანების  ამოსახსნელად, განუვითარდეს სააზროვნო , კომუნიკაციის უნარ- ჩვევები.

სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი , რვეული, კალამი

ბუნ.VII.10

7

7.12.2017

პასკალის  კანონი პრაქტიკაში
 მოსწვლემ შეძლოს  ჩამოთვალოს  პასკალის კანონის გამოყენების  მაგალითები ტექნიკიან და ყოფა ცხოვრებიდან.  განუვითარდეს სააზროვნო , კომუნიკაციის უნარ- ჩვევები . ადეკვატურად გამოიყენოს შესაბამისი ცნებები, კანონები და ფორმულები  ამოცანების  ამოსახსნელად,

სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი , რვეული, კალამი


ბუნ.VII.10
8

14.12.2017

წნევა სითხეებში , ზიარჭურჭელი. ამოცანების ამოხსნა
მოსწავლემ შეძლოს დაამზდოს მარტივი მოდელი და ახსნას ზიარჭურჭლის მოქმედების პრინციპი.. ადეკვატურად გამოიყენოს შესაბამისი ცნებები, კანონები და ფორმულები  ამოცანების  ამოსახსნელად,

სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი , რვეული, კალამი

ბუნ.VII.10
9

21.12.2017
სითხისა და აირის მოქმედება  მათში ჩაძირულ სხეულებზე. ატმოსფერული წნევა
მოსწავლემ  შეძლოს განიხილოს ატმოსფერული წნევის მოქმედების მაგალითები.  გააანალიზოს და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები; იმსჯელოს წნევის მნიშვნელობის  შესახებ ორგანიზმის გარემოსთან შეგუებულობაში;

სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი , რვეული, კალამი.
ფლიპჩარტი, მარკერი


ბუნ.VII.9
10

28.12.2017

არქიმედეს კანონი. სხეულების ცურვა

მოსწავლემ შეძლოს განიხილოს მაგალითები: სხეულთა ტივტივის, ცურვის, ჩაძირვის და შედეგები გაანალიზოს და რაოდენობრივად ჩამოაყალიბოს არქიმედეს კანონი, გაზომოს სხეულების მოცულობა და სიმკვრივე არქიმედეს კანონის გამოყენებით; დააკავშიროს ამომგდები და წინააღმდეგობის ძალების  მოქმედება ორგანიზმების  ცურვასთან.

სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი , რვეული, კალამი.
ფლიპჩარტი, მარკერი

ბუნ.VII.9



რეფლექსია
 2017-2018 წლის I  სემესტრში,  26 ოქტომბრიდან  117 საჯარო სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებდა ფიზიკის წრე -''სახალისო ფიზიკა''.
   წრეში გაერთიანების მსურველთათვის წრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია განვათავსე ბლოგზე.
წრის შექმნა განპირობებული იყო მოსწავლეთა სურვილით მეტი გაეგოთ 7 კლ ფიზიკის პროგრამით გათვალისწინებული საკითხების შესახებ.   წრეში გაერთიანდა 15 მოსწავლე.
    წრის მიზანი იყო  მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და შემოქმედებითი წარმოსახვის განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შევადგინე პროგრამა.   თითოეული გაკვეთილის სასწავლო მიზანი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის მიხედვით   იყო  დასახული.  მიზნის მისაღწევად  გამოვიყენე  რესურსები :  სახელმძღვანელო-მალხაზ მაყაშვილი,რევაზ ქუთელია, ია გიგიბერია, მანანა ბოჭორიშვილი/საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლები/: რვეული-საკლასო დამოუკიდებელი სამუშაოებისათვის ფიზიკაში /ლეილა ჩიჩუა, ჯემალ კიკნაძე/ : ამოცანათა კრებული/გედენიძე/: ფლიფჩარტები, მარკერები, კალამი ,ცარცი.
  მეცადინეობა  ტარდებოდა  ყოველ ხუთშაბათს -1 საათი.
  წრის მუშაობა , ყოველი მეცადინეობა ხალისიანად , მოსწავლეთა მაქსიმალური აქტივობით მიმდინარეობდა .  
    წრის მუშაობის  დასრულებისას  მოსწავლეებმა შეძლეს ემსჯელათ დაკვირვებისას როგორ აწარმოონ სხვადასხვა გაზომვითი საქმიანობები, აღრიცხონ მონაცემები , დაიცვან ხელსაწყოების გამოყენების და უსაფრთხოების წესები. სამუშაო რვეულში მოცემული ამოცანების  ამოხსნისას მოსწავლეებს მოუხდათ სურათზე მოცემული სიტუაციის გაანალიზება,მონაცემები სწორედ სურათიდან უნდა აეღოთ. ზოგჯერ საჭირო იყო სხეულის ზომების განსაზღვრა მასშტაბით ან სახაზავით . სამუშაოების შესრულებისას  გაიზარდა მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტიობა .
სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად  ვაქვეყნებდი წრის მუშაობის ამსახველ ფოტოს:
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება 
 მოსწავლეებმა და მშობლებმა  შეავსეს წრის მუშაობის შესახებ  შედგენილი  ელექტროული  კითხვარი. 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeu1YebBnpGwBGdU8_o9dz7L1FCYpS-WOZ_Bb2fpteQhppXdw/viewform

 დადებითად შეაფასეს გაწეული  მუშაობა და გამოთქვეს სურვილი  გაგრძელდეს წრის ფუნქციონირება.

 მომავლისთვის გავითვალისწინებ წრის მუშაობის მსვლელობისას  მიღებულ  გამოცდილებას. განსახილველი საკითხების უკეთ გაგების მიზნით გავზრდი დროს ხანგრძლივობას .









5 ოქტომბერი -მასწავლებლის საერთაშორისო დღე

საქართველოს ყველა მასწავლებელს გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს !

 
 წერომაც იცის წინმძღოლი , როს უსხენ გზანი გრძელია.
                                                                 ვახტანგ  VI
  მასწავლებლის როლი, რომლისგანაც ბავშვები დავალებულები არიან, აღზრდით უფრო საპატიოა. ვიდრე მშობლებისა, რომლებისგანაც ბავშვები დავალებულები არიან გაჩენით: ერთნი ჩუქნიან სიცოცხლეს, მეორენი კი კეთილ ცხოვრებას. 
                                                                                 არისტოტელე
                                                                                                  

4 ოქტომბერი - ცხოველების მსოფლიო დღე

ცხოველების მსოფლიო დღის (World Animal Day) აღნიშვნის გაადწყვეტილება 1931 წელს მიიღეს, როდესაც იტალიის ქალაქ ფლორენციაში ბუნების დაცვის მოძრაობის საერთაშორისო კონგრესი გაიმართა.

სხვადასხვა ქვეყნების ცხოველთა დაცვის საზოგადოებებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ყოველწლიურად აღნიშნონ ეს დღე და მოაწყონ სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება ადამიანებში ყოველი ცოცხალის მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდისკენ. 

ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღის მიზანია გააერთიანოს ადამიანთა ძალისხმევა ცხოველთა სამყაროს და შინაური ცხოველების უფლებების დასაცავად.

საქართველოში ეს დღე პირველად 2009 წელს "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" მიერ აღინიშნა.
1986 წელს ევროპის საბჭომ ექსპერიმენტებში მონაწილე ცხოველების დაცვის კონვენცია მიიღო. ხოლო 1987 წელს - კონვენცია შინაურ ცხოველთა დაცვის შესახებ. 

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შინაური ცხოველები დიდი ხანია ოჯახის სრულუფლებიან წევრებად ითვლებიან - მათ აქვთ თავისი საკუთარი დღესასწაულები, თავისი სამედიცინო მომსახურება, ყოველი დღის "მენიუ" და ა.შ.