დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი

   
  სსიპ  ქალაქ თბილისის 117  საჯარო სკოლაში განახლდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში "სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების კურსი", რომელსაც ანხორციელებს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი სამედიცინო კოლეჯი
  მერვე კლასის მოსწავლეები  სამი თვის განმავლობაში გაეცნობიან  ექთნის პროფესიის არსს და მის საფუძვლებს / ტრენერი ლეილა ვოსკანიანი/.
 სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მაია მეტონიძემ ყველა პირობა შექმნა კურსის მაღალ დონეზე ჩასატარებლად


 პროგრამის მთავარი მიზანია:
  • მოსწავლეებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პროფესიის შესახებ;
  •  განივითარონ პროფესიისთვის მნიშვნელოვანი/საკვანძო უნარები საწყის დონეზე;
  •  პროფესიის  შესახებ  მიიღონ  ზოგადი  და  ელემენტარული  ცოდნარომელსაც  შემდგომშიამ პროფესიის არჩევის შემთხვევაში გაიღრმავებენ;
  •  პრაქტიკული სამუშაოების შესრულებით შესძლონ პროფესიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა და პროფესიისთვის დამახასიათებელი მარტივი სამუშაოების შესრულება;
  • კურსის შემდგომ, მოსწავლემ შესძლოს ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილების მიღება, სურს თუ არა მომავალში ამ პროფესიისთვის გაყოლა