პროექტზე დაფუძნებული სწავლება




       პროექტზე დაფუძნებული სწავლება დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. ტერმინი ,,სასწავლო პროექტიხშირად გვხვდება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და პედაგოგიურ ლიტერატურაშისულ უფრო მეტი მკვლევარი და პრაქტიკოსი პედა­გო­გი თანხმდება იმაზე, რომ სასწავლო პროექტი ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ძალზე ეფექ­ტური და მრავალფუნქციური მეთოდია, რომელიც მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას, სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორცილებასა და ეფექტურ  თანამშრომლობას გულისხმობს.
      პროექტის მეთოდით სწავლა შეიძლება განვმარტოთ, როგორც გარკვეული მიზნით გან­ხორ­ციელებული საკლასო ან გუნდურ აქტივობათა ერთობლიობა - კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომე­ლიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, ცოდნის ტრანსფერის, თანამ­შრომლობისა და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას.
     ამგვარი სწავლისას მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიძიებენ და ითვისებენ ახალ ცოდნას, ხოლო მასწავლებლის როლი ძირითადად დაიყვანება ხელშემწყობის (ფასილიტატორის) ფუნქციაზე. პროექტზე მუშაობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1.      პროექტის ამოსავალი საკითხის/პრობლემის იდენტიფიცირება და ანალიზი;
2.      საჭირო ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
3.      პროექტის დაგეგმვა და შესაბამის ფორმატში გაწერა. პროექტის შეფასების სქემის შექმნა;
4.      პროექტის აქტივობების განხორციელება;
5.      პროექტის საბოლოო პროდუქტის წარდგენა;
6.      პროექტის შეფასება.

     მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ზემოთ განხილული სამივე მიდგომა (კვლევაზე- პრობლემაზე-, პროექტზე დაფუძნებული სწავლება) ახლოა ერთმანეთთან და მრავალი შეხების წერტილი გააჩნია. თითოეული მათგანის შემთხვევაში შესაძლებელია რეალური, ცხოვრებისეული საკითხის შესწავლა, გამოკვლევა და გადაჭრა. თითოეული მათგანი ეფუძნება საგნობრივ სტანდარტს და უზრუნველყოფს მაღალსააზროვნო, კომუნიკაციური, თუ დამოუკიდებლად მუშაობის უნარების განვითარებას, სამივე მიდგომა ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და პასუხისმგებლობას საკუთარი საქმიანობის მიმართ. მიუხედავად ამისა, სახეზეა მნიშვნელოვანი განსხვავებებიც, რომლებიც ვლინდება თითოეული მიდგომის ფარგლებში მისაღწევ სასწავლო მიზნებში და საბოლოო შედეგებში (იხ. ცხრილი 1), აგრეთვე თითოეული მიდგომის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობაში (იხ. ცხრილი 2).

ცხრილი 1
განსხვავება სასწავლო პროცესში
კვლევაზე დაფუძნებული სწავლება
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
პროექტზე დაფუძნებული სწავლება
ძირითადი სასწავლო მიზანი
კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება და სამეცნიერო ცნებების, თეორიების ბუნებრივად დაკავშირება სასწავლო პროცესთან;
შემოქმედებითი, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება: სხვადასხვა ალტერნატიული შესაძლებლობების შედარება,  ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება
რეალური ცხოვრებისეული გამოცდილების მიღება, მეწარმეობის უნარების, სოციალური, ICT და მეტაკოგნიტური უნარების განვითარება.

საბოლოო შედეგი
პასუხი საკვლევ კითხვაზე;
პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზა/გადაჭრილი პრობლემა
პროექტის ფარგლებში შექმნილი რაიმე პროდუქტი


ცხრილი 2
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები
ეტაპები
კვლევაზე დაფუძნებული სწავლება
საკვლევი კითხვის დასმა
საჭირო ინფორმაციის მოძიება
ჰიპოთეზის ჩამოყალიბება
ექსპერიმენტის დაგეგმვა და ჩატარება
მონაცემების ანალიზი და დასკვნის გაკეთება
შედეგების გაზიარება
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
პრობლემის დასმა/განსაზღვრა
პრობლემის ანალიზი - დანაწილება და პრიორიტეტებად დალაგება

არსებული ცოდნის განსაზღვრა
სხვა საჭირო ცოდნის დადგენა
გადაჭრის გზების ძიება და სხვადასხვა ვარიანტების შერჩევა
პრობლემის გადაჭრის ყველაზე ოპტიმალური გზის შერჩევა
შერჩეული გზის გამოცდა, პრობლემის გადაჭრის დემონსტრირება
პროექტზე დაფუძნებული სწავლება
პრობლემის ანალიზი/ იდენტიფიცირება
პრობლემის შესახებ საჭი­რო ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი
პროექტის დაგეგმვა და შესაფერის ფორმატში გაწერა. მისი შეფასების სქემის შექმნა
პროექტის აქტივობების განხორციელება
პროექტის საბოლოო პროდუქტის წარდგენა
პროექტის შეფასება




           
 მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებისა,  ყველა ზემოთ განხილული მიდგომა (კვლევაზე-, პრობლემასა და პროექტზე დაფუძნებული სწავლება), არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ეფექტიანი საშუალება, რადგან უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლის აქტიურ როლს, ავითარებს მაღალ სააზროვნო და სამეცნიერო/ კვლევით უნარებს. 


გამოყენებული ლიტერატურა-
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის  ფინანსური მხარდაჭერით. 

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2016



პირველად საქართველოში, თბილისში ჩატარდა ,,მეცნიერებისა და ინოვაციების “ფესტივალი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა. ყოველი დღე დატვირთული იყო განსხვავებული ღონისძიებებით. გაიმართა გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები და სხვ.





 ორანჟერია- სამეცნიერო ფოტოგრაფიის კონკურსის საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა.






..სამეცნიერო ფოტოკონკურსი“

..სამეცნიერო ფოტოკონკურსი“-ს გამარჯვებულთა დაჯილდოება / სასტუმრო რუმსი/


      
     



       
   

   

   
   
   
    
   

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები


       მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის  ფინანსური მხარდაჭერით.




         საბუნებისმეტყველო საგნებში კონსტრუქტივისტული, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს ისეთი მიდგომები, როგორიცაა კვლევაზე- პრობლემაზე- და პროექტზე დაფუძნებული სწავლება  აღნიშნული სტრატეგიები უზრუნველყოფს მოსწავლის აქტიურ როლს სწავლების პროცესში და ანვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.



კვლევაზე დაფუძნებული სწავლება


       საბუნებისმეტყველო საგნებში სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება. ამიტომ ამ საგნების მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, უპირველეს ყოვლისა, კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას გულისხმობს. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იმეორებს რეალურ მეცნიერულ სამუშაოს და გადააქვს მისი ძირითადი პრინციპები სასწავლო კონტექსტში.

კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომა განიხილება ორი მიმართულებით:

1.      მოსწავლეებთან მიმართებაში ის აღწერს, თუ რა უნარები უვითარდებათ მოსწავლეებს და რას სწავლობენ ისინი, როდესაც ჩართულნი არიან კვლევის პროცესში. ამ თვალსაზრისით, საქმე გვაქვს მოსწავლეების მიერ კითხვების დასმასთან, დაკვირვებებთან, გაზომვებთან, ექსპერიმენტის დაგეგმვასთან, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ლოგიკურ მსჯელობასთან, მიღებული შედეგების გადმოცემასთან. კვლევაზე დაფუძნებული სწავლების გზით მოსწავლეებს შეუძლიათ აითვისონ როგორც სამეცნიერო კვლევის უნარ-ჩვევები, ასევე, შეისწავლონ სამეცნიერო ცნებები და თეორიები. დააკავშირონ თეორია პრაქტიკასთან.

2.      მასწავლებელთან მიმართებაში კვლევაზე დაფუძნებულ სწავლება განიხილავს სტრატეგიებსა და ტექნიკებს, რომლებსაც მასწავლებლები იყენებენ სამეცნიერო კვლევებში მოსწავლეების ჩასართავად და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პროცესის სამართავად. მასწავლებელმა მაქსიმალურად შესაძლებელ  დონეზე უნდა ჩართოს მოსწავლეები კვლევის პროცესში, გამოიყენოს ამისათვის ყველა შესაძლებლობა. ფაქტიურად, როცა კი ეს შესაძლებელია, მოსწავლეების მიერ დასმულმა კითხვამ  და შესასწავლი საკითხისადმი გამოვლენილმა ინტერესმა ინიცირება უნდა მისცეს კვლევის პროცესს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გააქტიუროს მოსწავლეების აზროვნების პროცესი მათ მიერ კვლევის დაგეგმვის, განხორციელების, მიღებული შედეგების შეფასების გზით. მასწავლებელმა უნდა აირჩიოს კვლევის სხვადასხვა ვარიაცია და განსაზღვროს მოსწავლის დახმარების ფორმა მისი საჭიროების, გამოცდილების, წინარე ცოდნის, ასევე არსებული რესურსების ხელმისაწვდომობისა და დროის გათვალისწინებით.
       კვლევაზე დაფუძნებული სწავლების საშუალებას იძლევა სამეცნიერო მეთოდი, რომელიც გულისხმობს საკვლევი შეკითხვის დასმას და მათზე პასუხის გაცემას დაკვირვების, ცდის, ექსპერიმენტის მეშვეობით.
 რეალურად, აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების საფუძველსა და მთავარ იარაღს. არსებობს სხვა საშუალებებიც, რომლებიც აღნიშნული მიდგომის განსახორციელებლად გამოიყენება, თუმცა მიუხედავად იმისა, თუ რომელ მათგანს შეარჩევს მასწავლებელი, კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას აქვს ხუთი ძირითადი თვისება, რომელიც გამოიყენება ყველა შემთხვევაში.

1.    მოსწავლეები იწყებენ პროცესს საკვლევი კითხვის დასმით, რომელზე პასუხიც გაცემულ უნდა იქნას „მეცნიერული“ გზით.

საკვლევი კითხვის უნარის განვითარება სხვადასხვა გზით ხდება. ძირითადად, მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს  შესაძლებლობას, დასვან კითხვები - აღვივებს მათ ინტერესს და იწვევს კითხვის დასასმელად. მაგალითად,
აჩვენებს მოსწავლეებს რაიმე მოვლენას, ან რთავს მათ ობიექტის, ნივთიერების ან პროცესის ღია კვლევაში, რასაც ასევე ახლავს კითხვების დასმა. შესაძლებელია საკვლევი კითხვების გამოკვეთა და შერჩევა დისკუსიის პროცესში, როდესაც განიხილება რაიმე მოვლენა, ცნება, პროცესი. სხვა შემთხვევაში, მასწავლებელი თავად აწვდის კითხვებს მოსწავლეებს, ან სთავაზობს აირჩიონ შემოთავაზებულიდან რომელიმე. თუმცა ყველა შემთხვევაში, სწავლების ნებისმიერ საფეხურზე მოსწავლეს უნდა შეეძლოს გამოიკვლიოს კითხვაზე პასუხი მონაცემების შეგროვებისა და გაანალიზების გზით. შესაძლებელია მასწავლებელმა მოდიფიცირება გაუკეთოს მოსწავლის კითხვას და დაეხმაროს მის ჩამოაყალიბებაში იმ ფორმით, რომ მოსწავლემ შეძლოს მასზე პასუხის გაცემა არსებული რესურსების გამოყენებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკვლევი კითხვა არსებითად არ გაცდეს სასწავლო პროგრამის შინაარსს.          
                                                           
2.    მოსწავლეები პასუხის გაცემისას ეყრდნობიან მტკიცებულებებს

საკვლევ კითხვაზე პასუხს მოსწავლეები სცემენ კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაფუძნებით. მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს კვლევის შედეგებიდან, დაკვირვების/ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მონაცემებიდან; მასწავლებლის მიერ ჩატარებული სადემონსტრაციო ცდებიდან. ასევე, მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს წიგნებში ან ელექტრონული მასალებში ამოკითხული და გაანალიზებული ინფორმაციიდან.

3.      მოსწავლეები აყალიბებენ „მეცნიერულ ახსნას“ საკვლევ კითხვაზე პასუხის გასაცემად,რისთვისაც ეყრდნობიან შეგროვებულ მტკიცებულებებს.                                                                                                  
მეცნიერული ახსნა წარმოადგენს კვლევის შედეგების ინტერპრეტაციას მიღებული მტკიცებულებებისა და არსებული სამეცნიერო თეორიების გამოყენებით. ის განმარტავს კვლევაში მიღებულ შედეგებს, ხსნის მათ მიზეზებს და ამყარებს კავშირს მათ შორის. მეცნიერული ახსნა ეყრდნობა მტკიცებულებებსა და ლოგიკურ არგუმენტებს. ზოგიერთ შემთხვევაში ის შესაძლოა  გაცდეს მოსწავლეების მიმდინარე ცოდნას და წარმოშვას ახალი იდეები/კითხვები, რომლებიც შემდგომი შესწავლის საგანი გახდება.
                                                                                                                          
4.      მოსწავლეები აფასებენ საკუთარ ახსნას

მოსწავლეები განიხილავენ შემდეგ  კითხვებს: შეიძლება თუ არა  არსებობდეს სხვა ახსნა გამოკვლეული მოვლენის/ობიექტის შესახებ? საკმარისი და სანდოა არსებული მტკიცებულებები? ხომ არ არის რაიმე ხარვეზი  მოცემული მტკიცებულებების საფუძველზე წარმოდგენილ მსჯელობაში?                                                                                            
                                                                                             
5.    მოსწავლეები გადმოსცემენ და ასაბუთებენ თავიანთ შემოთავაზებულ ახსნას

მოსწავლეები უზიარებენ კვლევის შედეგებს აუდიტორიას. მეცნიერული ახსნის გაზიარებამ შეიძლება წარმოშვას გარკვეული კითხვები და გამოიწვიოს დისკუსია მოსწავლის მიერ შეთავაზებული მსჯელობის მართებულობის შესახებ, ექსპერიმენტიდან მიღებულ მტკიცებულებებსა და შესაბამის ახსნას შორის კავშირის შესახებ.   
                                                                                                     
არ არის აუცილებელი, რომ მეცნიერული კვლევის ეს ხუთივე თვისება სწავლების პროცესში ზუსტად მოცემული თანმიმდევრობით იქნას გამოყენებული. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი განმეორდეს რამდენჯერმე, როდესაც მაგალითად, მოსწავლე სწავლობს განსაზღვრულ საკითხს ან კონცეფციას. უბრალოდ, ეს ელემენტები საშუალებას გვაძლევს წარმართოთ „სამეცნიერო“ საქმიანობა სასწავლო პროცესში და გამოვიყენოთ ისინი ნებისმიერი შესაძლებლობისას. თუ გაკვეთილში წარმოდგენილია ყველა თვისება, მაშინ ის განიხილება, როგორც სრული კვლევა. მისაღებია ნაწილობრივი კვლევაც, რადგან ამ შემთხვევაშიც მოსწავლეები ღებულობენ მნიშვნელოვან გამოცდილებას რომელიმე თვისების შესახებ. სწავლების პროცესში შესაძლებელია ასევე, მასწავლებლისა და მოსწავლის როლები ერთმანეთში გაიცვალოს: ზოგი კვლევა მეტად ფოკუსირებულია მოსწავლეზე, ანუ ღია ფორმისაა. ზოგიერთში, პირიქით, მთავარ როლს კვლევის წარმართვაში თამაშობს მასწავლებელი. ყველა ეს ვარიაციები დასაშვებია არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ რომ ყოველ გაკვეთილზე აღნიშნული თვისებებზე მუშაობა არ არის აუცილებელი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თითოეული თვისება მრავალჯერ უნდა იყოს წარმოდგენილი სრული კურსის მანძილზე.

გამოყენებული ლიტერატურა-
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის  ფინანსური მხარდაჭერით. 

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება


პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს აუთენტური, რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე დაფუძნებულ სწავლებას. ამიტომ, ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რა არის თავისთავად პრობლემა და რა ტიპის პრობლემებია ცნობილი.

პრობლემების კლასიფიკაცია შესაძლებელია ორ სხვადასხვა ტიპად - ცუდად განსაზღვრული და კარგად განსაზღვრული პრობლემები.  ცუდად განსაზღვრულია ის პრობლემები, რომელთა შემთხვევაშიც პრობლემის არსი, მისი გადაჭრის  შედეგად მისაღები შედეგი, ან გადაწყვეტის სავარაუდო გზები არ არის გამოკვეთილი; ან პრობლემის გადაწყვეტა აუცილებლად მოსალოდნელი არ არის. კარგად განსაზღვრულ პრობლემებს გამოკვეთილი აქვთ მისაღწევი მიზანი ან სასურველი შედეგი, რომელიც უნდა დადგეს. გამოკვეთილია, აგრეთვე, პრობლემის გადაჭრის სავარაუდო  გზებიც, პრობლემის გადაწყვეტა რეალურად მოსალოდნელია.

პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობა დამოკიდებულია პრობლემის გააზრების უნარზე - თუ რა არის პრობლემის არსი, რა მიზანს უნდა მივაღწიოთ პრობლემის გადაჭრის შედეგად, რა გზები უნდა გამოვიყენოთ მის გადასაჭრელად. ამ ტიპის სწავლისათვის საჭიროა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების გამოყენება.

კრიტიკული აზროვნება გულისხმობს ახსნას, ლოგიკურ დასაბუთებას, შედარება-შეპირისპირებას, კანონზომიერების დადგენას, პარალელების გავლებას, კავშირების მოძებნას. შემოქმედებითი აზროვნება კი გულისხმობს წარმოსახვით აზროვნებას, ვარაუდის/ჰიპოთეზების ფორმულირებას, ახლის გამოგონებას. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ერთიანობა ყოველთვის საჭიროა პრობლემის გადასაწყვეტად, რადგან პრობლემიდან თავის დაღწევა არ შეიძლება იმავე, ძველებურ აზროვნებაზე დაყრდნობით, რამაც შესაძლოა გამოიწვია პრობლემა.

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პედაგოგმა მოსწავლეებს დაანახოს საკითხი/პრობლემა, რომელიც სხვადასხვა მიდგომითა და გზით შეიძლება გადაიჭრას, რომელიც საჭიროებს ძიებას, ალტერნატივების დაშვებას და მათგან ოპტიმალურის შერჩევას.

როდესაც მასწავლებელი გეგმავს პრობლემაზე ორიენტირებულ გაკვეთილს, ერთ-ერთი, რაც მან უნდა გაითვალისწინოს, არის შემდეგი: პრობლემის გადასაჭრ