29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე (World Heart Day) აღინიშნება. გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით ეს დღე 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ, 29 სექტემბერს, ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღის ორგანიზატორების მიზანია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების ეპიდემიით გამოწვეული საშიშროებისა და პროფილქტიკური ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა და ცოდნის ამაღლება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობით, გულის მსოფლიო ფედერაცია 100-ზე მეტ ქვეყანაში ატარებს ღონისძიებებს, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის მასობრივ შემოწმებას, საჯარო ლექციებს, სამეცნიერო ფორუმებს, სპექტაკლებს, გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებს, ორგანიზებულ სეირნობებსა და სპორტულ შეჯიბრს.
117- საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში