გულის მსოფლიო დღე


     29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე (World Heart Day) აღინიშნება. გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით ეს დღე 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ, 29 სექტემბერს, ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღის ორგანიზატორების მიზანია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების ეპიდემიით გამოწვეული საშიშროებისა და პროფილქტიკური ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა და ცოდნის ამაღლება. 

   ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობით, გულის მსოფლიო ფედერაცია 100-ზე მეტ ქვეყანაში ატარებს ღონისძიებებს, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის მასობრივ შემოწმებას, საჯარო ლექციებს, სამეცნიერო ფორუმებს, სპექტაკლებს, გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებს, ორგანიზებულ სეირნობებსა და სპორტულ შეჯიბრს.

  117- საჯარო სკოლის  მოსწავლეებმა  აქტიური მონაწილეობა მიიღეს  გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში




  




Комментариев нет:

Отправить комментарий