https://www.facebook.com/photo?fbid=26823167067339788&set=pcb.26823169234006238


 „CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასები'' თანამედროვე მეცნიერების პოპულარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საგანმანათლებლო ფორმატია. პროგრამის მთავარი ღირებულება გახლავთ ის, რომ სკოლის მოსწავლეებს ექმნებათ შესაძლებლობა პრაქტიკულად შეიმეცნონ ის სამეცნიერო პროცესი, რომელიც ფუნდამენტურ ფიზიკაში გლობალური კვლევების საფუძველია.

2026 წლის 31 მარტს თსუ-ში გამართულ მასტერკლასში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა:მარიამ მეშველიშვილმა და მათე ჯაჯანიძემ- პედაგოგი ხათუნა ფარულავა










სამყაროს საწყისების ძიება - თბილისის №117 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგის - ხათუნა ფარულავას დაუვიწყარი ვიზიტი CERN-ში

      

https://www.etaloni.ge/geo/main/index/123252?fbclid=IwY2xjawS0yq5leHRuA2FlbQIxMQBzcnRjBmFwcF9pZBAyMjIwMzkxNzg4MjAwODkyAAEeWQtZ-cAGnG-pYqHnzv_ZccTuCqNz40qR2qlRkOFE5b8Qb6NdGo_JyzjGPmM_aem_0DfCsk0KewXNYIrpg8lQYA





 https://www.facebook.com/photo/?fbid=1461929132400259&set=a.504041994855649

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი სკოლის ფიზიკის პედაგოგმა, ხათუნა ფარულავამ, წარმატებით გაიარა ტესტირების ეტაპი და ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ იმ 100 მასწავლებელს შორის მოხვდა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ „STEAM განათლების“ პროექტის მომდევნო ეტაპზე.
პროგრამის ფარგლებში, 22-26 ივნისს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) უმასპინძლებს 5-დღიან ინტენსიურ პრაქტიკულ ბანაკს, სადაც პედაგოგები STEAM განათლებისა და სასკოლო კლუბების მართვის მიმართულებით გადამზადდებიან.
პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვან სიახლეს მოუტანს ჩვენს სასკოლო საზოგადოებას: მომავალი, 2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლაში ოფიციალურად დაფუძნდება STEAM კლუბი. კლუბის ფარგლებში მოსწავლეებისთვის მოეწყობა ყოველკვირეული პრაქტიკული სამუშაო შეხვედრები, რაც მათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებულად შესწავლაში დაეხმარება.
სკოლის დირექტორი, ქალბატონი ია ღვინაძე, სრულ მხარდაჭერას უცხადებს ამ ინიციატივას და უკვე ოფიციალურად დაადასტურა მზაობა, რათა ხელი შეუწყოს ახალი სასწავლო წლიდან კლუბის შეუფერხებელ ფუნქციონირებასა და პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას.
ვულოცავთ ქალბატონ ხათუნას ამ ეტაპის დაძლევას და წარმატებულ ბანაკს ვუსურვებთ!




 https://www.facebook.com/photo/?fbid=1477165914209914&set=pcb.1477164474210058

117-ე საჯარო სკოლის ვირტუალური მოგზაურობა მთვარის გარშემო.

NASA-ს სპეციალურ გვერდზე https://www3.nasa.gov/send-your-name-with-artemis/ დარეგისტრირებული 5647889 მონაწილე და მათ შორის ჩვენი სკოლა NASA-ს Artemis II-ის ისტორიული მისიის ნაწილი გახდა. მონაცემები, რომელებიც ჩაიწერა სპეციალურ MicroSD ბარათზე, მოთავსებული იყო უწონადობის ინდიკატორში და მთვარის გარშემო ათდღიან ვირტუალურ მისიაში ჩაერთო.
ამ მასშტაბურ მოვლენასთან დაკავშირებით, სკოლაში ფიზიკის პედაგოგის ხათუნა ფარულავას ხელმძღვანელობით STEM განათლების ხელშემწყობი შემეცნებითი აქტივობები გაიმართა: მოსწავლეებმა დაამზადეს კოსმოსური ხომალდის მაკეტები და მოამზადეს ელექტრონული თემატური პრეზენტაციები. ფიზიკის კაბინეტის ინტერაქტიულ კედელზე განთავსებულ ვირტუალური ბარათის QR კოდის საშუალებით, მოსწავლეები ოპერატიულად ეცნობოდნენ NASA-ს სიახლეებს. ცოდნის გასამყარებლად LearningApps-ის გამოყენებით ჩატარდა შემაჯამებელი ვიქტორინა . მოეწყო ქაღალდის თვითმფრინავის დღე, რომელიც ტრადიციულად 26 მაისს აღინიშნება და აეროდინამიკის პრინციპების პრაქტიკული გააზრების სახალისო საშუალებაა.
ეს ინიციატივა ჩვენი მოსწავლეებისთვის გლობალურ სამეცნიერო პროცესებში ჩართულობის საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდა. კოსმოსური მოგზაურობა დასრულდა, თუმცა მეცნიერებისადმი მოსწავლეთა ინტერესი გრძელდება!