2025 წლის 27 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში წარმატებით გაიმართა რიგით მე-12 სამეცნიერო პიკნიკი, რომლის მიზანიც, ტრადიციულად, მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების სახალისო ფორმით წარმოჩენა იყო. სამეცნიერო პიკნიკის სლოგანია-მეცნიერება სახალისოა.
ღონისძიება ემსახურებოდა მდგრადი განვითარების 17 – დან მე-4 მიზნის — „ხარისხიანი განათლება: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის“ შესრულებას.
პიკნიკი მოიცავდა ინტერაქციულ ექსპერიმენტებს, დემონსტრაციებს, შემეცნებით-გასართობ პროგრამებსა და საგანმანათლებლო აქტივობებს. ღონისძიებას ესტუმრნენ 117-ე საჯარო სკოლის 7 ბ და 7 გ კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ წარმოდგენილ აქტივობებში, მოსწავლეები გაეცნენ მეცნიერების პრაქტიკულ მხარეს და მიიღეს ინსპირაცია შემეცნებითი სწავლებისა და კვლევის მიმართულებით.