ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2025

https://www.facebook.com/share/v/15ce4M5tfA/

2025 წლის 27 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში წარმატებით გაიმართა რიგით მე-12 სამეცნიერო პიკნიკი, რომლის მიზანიც, ტრადიციულად, მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების სახალისო ფორმით წარმოჩენა იყო. სამეცნიერო პიკნიკის სლოგანია-მეცნიერება სახალისოა.

 ღონისძიება ემსახურებოდა მდგრადი განვითარების 17 – დან მე-4 მიზნის  — „ხარისხიანი განათლება: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის“ შესრულებას. 

 პიკნიკი მოიცავდა ინტერაქციულ ექსპერიმენტებს, დემონსტრაციებს, შემეცნებით-გასართობ პროგრამებსა და საგანმანათლებლო აქტივობებს. 

ღონისძიებას ესტუმრნენ 117-ე საჯარო სკოლის  ფიზიკის პედაგოგი ხათუნა ფარულავა, 8 ბ  და 8 გ კლასის მოსწავლეები   და მათი მშობლები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ წარმოდგენილ აქტივობებში. მოსწავლეები გაეცნენ მეცნიერების პრაქტიკულ მხარეს და მიიღეს ინსპირაცია შემეცნებითი სწავლებისა და კვლევის მიმართულებით.







Комментариев нет:

Отправить комментарий