https://www.facebook.com/photo/?fbid=1477165914209914&set=pcb.1477164474210058

117-ე საჯარო სკოლის ვირტუალური მოგზაურობა მთვარის გარშემო.

NASA-ს სპეციალურ გვერდზე https://www3.nasa.gov/send-your-name-with-artemis/ დარეგისტრირებული 5647889 მონაწილე და მათ შორის ჩვენი სკოლა NASA-ს Artemis II-ის ისტორიული მისიის ნაწილი გახდა. მონაცემები, რომელებიც ჩაიწერა სპეციალურ MicroSD ბარათზე, მოთავსებული იყო უწონადობის ინდიკატორში და მთვარის გარშემო ათდღიან ვირტუალურ მისიაში ჩაერთო.
ამ მასშტაბურ მოვლენასთან დაკავშირებით, სკოლაში ფიზიკის პედაგოგის ხათუნა ფარულავას ხელმძღვანელობით STEM განათლების ხელშემწყობი შემეცნებითი აქტივობები გაიმართა: მოსწავლეებმა დაამზადეს კოსმოსური ხომალდის მაკეტები და მოამზადეს ელექტრონული თემატური პრეზენტაციები. ფიზიკის კაბინეტის ინტერაქტიულ კედელზე განთავსებულ ვირტუალური ბარათის QR კოდის საშუალებით, მოსწავლეები ოპერატიულად ეცნობოდნენ NASA-ს სიახლეებს. ცოდნის გასამყარებლად LearningApps-ის გამოყენებით ჩატარდა შემაჯამებელი ვიქტორინა . მოეწყო ქაღალდის თვითმფრინავის დღე, რომელიც ტრადიციულად 26 მაისს აღინიშნება და აეროდინამიკის პრინციპების პრაქტიკული გააზრების სახალისო საშუალებაა.
ეს ინიციატივა ჩვენი მოსწავლეებისთვის გლობალურ სამეცნიერო პროცესებში ჩართულობის საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდა. კოსმოსური მოგზაურობა დასრულდა, თუმცა მეცნიერებისადმი მოსწავლეთა ინტერესი გრძელდება!




















Комментариев нет:

Отправить комментарий