დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი

   
  სსიპ  ქალაქ თბილისის 117  საჯარო სკოლაში  დასრულდა  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში "სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების კურსი", რომელსაც ანხორციელებდა დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი სამედიცინო კოლეჯი


  პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა  ექთნის პროფესიის შესახებ მიიღეს ზოგადი და ელემენტარული ცოდნა,რომელსაც  შემდგომში პროფესიის არჩევის შემთხვევაში გაიღრმავებენ.
კურსი დასრულდა პრაქტიკული ტურით ევექსის კლინიკაში. კლინიკის დათვალიერების შემდეგ სააქტო დარბაზში პროგრამის ხელმძღვანელებმა მოსწავლეებს გადასცეს სერთიფიკატები ექთნის პროფესიის არსისა და მისი საფუძვლების წარმატებით დასრულებისათვის. მადლობა პროგრამის ორგანიზატორებს, კოლეჯის დირექტორს ქალბატონ მარიამ ტვილდიანს, ტრენერს ქალბატონ ლეილა ვოსკანიანს კურსის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის.



პრაქტიკული ტური კლინიკაში




Комментариев нет:

Отправить комментарий