საბუნებისმეტყველო
საგნებში სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის
უნარ-ჩვევების განვითარება. ამიტომ ამ საგნების მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება,
უპირველეს ყოვლისა, კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას გულისხმობს. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია
იმდენად, რამდენადაც იმეორებს რეალურ მეცნიერულ სამუშაოს და გადააქვს მისი ძირითადი
პრინციპები სასწავლო კონტექსტში.
კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომა განიხილება
ორი მიმართულებით:
1.
მოსწავლეებთან
მიმართებაში ის აღწერს, თუ რა უნარები უვითარდებათ მოსწავლეებს და რას სწავლობენ
ისინი, როდესაც ჩართულნი არიან კვლევის პროცესში. ამ თვალსაზრისით, საქმე გვაქვს
მოსწავლეების მიერ კითხვების დასმასთან, დაკვირვებებთან, გაზომვებთან,
ექსპერიმენტის დაგეგმვასთან, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ლოგიკურ მსჯელობასთან,
მიღებული შედეგების გადმოცემასთან. კვლევაზე დაფუძნებული სწავლების გზით
მოსწავლეებს შეუძლიათ აითვისონ როგორც სამეცნიერო კვლევის უნარ-ჩვევები, ასევე,
შეისწავლონ სამეცნიერო ცნებები და თეორიები. დააკავშირონ თეორია პრაქტიკასთან.
2.
მასწავლებელთან
მიმართებაში კვლევაზე დაფუძნებულ სწავლება განიხილავს სტრატეგიებსა და ტექნიკებს,
რომლებსაც მასწავლებლები იყენებენ სამეცნიერო კვლევებში მოსწავლეების ჩასართავად
და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პროცესის სამართავად. მასწავლებელმა
მაქსიმალურად შესაძლებელ დონეზე უნდა
ჩართოს მოსწავლეები კვლევის პროცესში, გამოიყენოს ამისათვის ყველა შესაძლებლობა.
ფაქტიურად, როცა კი ეს შესაძლებელია, მოსწავლეების მიერ დასმულმა კითხვამ და შესასწავლი საკითხისადმი გამოვლენილმა
ინტერესმა ინიცირება უნდა მისცეს კვლევის პროცესს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ
მასწავლებელმა გააქტიუროს მოსწავლეების აზროვნების პროცესი მათ მიერ კვლევის
დაგეგმვის, განხორციელების, მიღებული შედეგების შეფასების გზით. მასწავლებელმა
უნდა აირჩიოს კვლევის სხვადასხვა ვარიაცია და განსაზღვროს მოსწავლის დახმარების
ფორმა მისი საჭიროების, გამოცდილების,
წინარე ცოდნის, ასევე არსებული რესურსების ხელმისაწვდომობისა და დროის გათვალისწინებით.
კვლევაზე
დაფუძნებული სწავლების საშუალებას იძლევა სამეცნიერო
მეთოდი, რომელიც გულისხმობს
საკვლევი
შეკითხვის დასმას და მათზე პასუხის გაცემას დაკვირვების, ცდის, ექსპერიმენტის
მეშვეობით.
რეალურად, აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს
კვლევაზე დაფუძნებული სწავლების საფუძველსა და მთავარ იარაღს. არსებობს სხვა საშუალებებიც,
რომლებიც აღნიშნული მიდგომის განსახორციელებლად გამოიყენება, თუმცა მიუხედავად იმისა,
თუ რომელ მათგანს შეარჩევს მასწავლებელი, კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას აქვს ხუთი ძირითადი თვისება, რომელიც გამოიყენება ყველა შემთხვევაში.
1.
მოსწავლეები იწყებენ პროცესს საკვლევი კითხვის დასმით,
რომელზე პასუხიც გაცემულ უნდა იქნას „მეცნიერული“ გზით.
საკვლევი კითხვის უნარის განვითარება სხვადასხვა გზით ხდება. ძირითადად, მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობას, დასვან კითხვები - აღვივებს მათ
ინტერესს და იწვევს კითხვის დასასმელად. მაგალითად,
აჩვენებს მოსწავლეებს რაიმე მოვლენას, ან რთავს მათ ობიექტის, ნივთიერების ან პროცესის ღია კვლევაში, რასაც ასევე ახლავს კითხვების დასმა. შესაძლებელია საკვლევი კითხვების გამოკვეთა და შერჩევა დისკუსიის პროცესში, როდესაც განიხილება რაიმე მოვლენა, ცნება, პროცესი. სხვა შემთხვევაში, მასწავლებელი თავად აწვდის კითხვებს მოსწავლეებს, ან სთავაზობს აირჩიონ შემოთავაზებულიდან რომელიმე. თუმცა ყველა შემთხვევაში, სწავლების ნებისმიერ საფეხურზე მოსწავლეს უნდა შეეძლოს გამოიკვლიოს კითხვაზე პასუხი მონაცემების შეგროვებისა და გაანალიზების გზით. შესაძლებელია მასწავლებელმა მოდიფიცირება გაუკეთოს მოსწავლის კითხვას და დაეხმაროს მის ჩამოაყალიბებაში იმ ფორმით, რომ მოსწავლემ შეძლოს მასზე პასუხის გაცემა არსებული რესურსების გამოყენებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკვლევი კითხვა არსებითად არ გაცდეს სასწავლო პროგრამის შინაარსს.
აჩვენებს მოსწავლეებს რაიმე მოვლენას, ან რთავს მათ ობიექტის, ნივთიერების ან პროცესის ღია კვლევაში, რასაც ასევე ახლავს კითხვების დასმა. შესაძლებელია საკვლევი კითხვების გამოკვეთა და შერჩევა დისკუსიის პროცესში, როდესაც განიხილება რაიმე მოვლენა, ცნება, პროცესი. სხვა შემთხვევაში, მასწავლებელი თავად აწვდის კითხვებს მოსწავლეებს, ან სთავაზობს აირჩიონ შემოთავაზებულიდან რომელიმე. თუმცა ყველა შემთხვევაში, სწავლების ნებისმიერ საფეხურზე მოსწავლეს უნდა შეეძლოს გამოიკვლიოს კითხვაზე პასუხი მონაცემების შეგროვებისა და გაანალიზების გზით. შესაძლებელია მასწავლებელმა მოდიფიცირება გაუკეთოს მოსწავლის კითხვას და დაეხმაროს მის ჩამოაყალიბებაში იმ ფორმით, რომ მოსწავლემ შეძლოს მასზე პასუხის გაცემა არსებული რესურსების გამოყენებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკვლევი კითხვა არსებითად არ გაცდეს სასწავლო პროგრამის შინაარსს.
2.
მოსწავლეები პასუხის გაცემისას ეყრდნობიან მტკიცებულებებს
საკვლევ კითხვაზე პასუხს მოსწავლეები სცემენ კონკრეტულ
მტკიცებულებებზე დაფუძნებით. მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს კვლევის შედეგებიდან,
დაკვირვების/ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მონაცემებიდან; მასწავლებლის მიერ ჩატარებული
სადემონსტრაციო ცდებიდან. ასევე, მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს წიგნებში
ან ელექტრონული მასალებში ამოკითხული და გაანალიზებული ინფორმაციიდან.
3.
მოსწავლეები აყალიბებენ „მეცნიერულ ახსნას“ საკვლევ
კითხვაზე პასუხის გასაცემად,რისთვისაც ეყრდნობიან შეგროვებულ მტკიცებულებებს.
მეცნიერული ახსნა წარმოადგენს კვლევის შედეგების
ინტერპრეტაციას მიღებული მტკიცებულებებისა
და არსებული სამეცნიერო თეორიების გამოყენებით. ის განმარტავს კვლევაში მიღებულ შედეგებს, ხსნის მათ
მიზეზებს და ამყარებს კავშირს მათ შორის. მეცნიერული ახსნა ეყრდნობა მტკიცებულებებსა
და ლოგიკურ არგუმენტებს. ზოგიერთ შემთხვევაში ის შესაძლოა გაცდეს მოსწავლეების მიმდინარე ცოდნას და წარმოშვას
ახალი იდეები/კითხვები, რომლებიც შემდგომი შესწავლის საგანი გახდება.
4.
მოსწავლეები აფასებენ საკუთარ ახსნას
მოსწავლეები განიხილავენ შემდეგ კითხვებს: შეიძლება თუ არა არსებობდეს სხვა ახსნა გამოკვლეული მოვლენის/ობიექტის
შესახებ? საკმარისი და სანდოა არსებული მტკიცებულებები? ხომ არ არის რაიმე ხარვეზი მოცემული მტკიცებულებების საფუძველზე
წარმოდგენილ მსჯელობაში?
5.
მოსწავლეები გადმოსცემენ და ასაბუთებენ თავიანთ შემოთავაზებულ
ახსნას
მოსწავლეები უზიარებენ კვლევის შედეგებს აუდიტორიას.
მეცნიერული ახსნის გაზიარებამ შეიძლება წარმოშვას გარკვეული კითხვები და გამოიწვიოს
დისკუსია მოსწავლის მიერ შეთავაზებული მსჯელობის მართებულობის შესახებ, ექსპერიმენტიდან
მიღებულ მტკიცებულებებსა და შესაბამის ახსნას შორის კავშირის შესახებ.
არ არის აუცილებელი, რომ მეცნიერული კვლევის ეს ხუთივე
თვისება სწავლების პროცესში ზუსტად მოცემული თანმიმდევრობით იქნას გამოყენებული.
შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი განმეორდეს რამდენჯერმე, როდესაც მაგალითად, მოსწავლე სწავლობს
განსაზღვრულ საკითხს ან კონცეფციას. უბრალოდ, ეს ელემენტები საშუალებას გვაძლევს წარმართოთ
„სამეცნიერო“ საქმიანობა სასწავლო პროცესში და გამოვიყენოთ ისინი ნებისმიერი შესაძლებლობისას.
თუ გაკვეთილში წარმოდგენილია ყველა თვისება, მაშინ ის განიხილება, როგორც სრული კვლევა.
მისაღებია ნაწილობრივი კვლევაც, რადგან ამ შემთხვევაშიც მოსწავლეები ღებულობენ მნიშვნელოვან
გამოცდილებას რომელიმე თვისების შესახებ. სწავლების პროცესში შესაძლებელია ასევე, მასწავლებლისა
და მოსწავლის როლები ერთმანეთში გაიცვალოს: ზოგი კვლევა მეტად ფოკუსირებულია მოსწავლეზე,
ანუ ღია ფორმისაა. ზოგიერთში, პირიქით, მთავარ როლს კვლევის წარმართვაში თამაშობს მასწავლებელი.
ყველა ეს ვარიაციები დასაშვებია არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ რომ
ყოველ გაკვეთილზე აღნიშნული თვისებებზე მუშაობა არ არის აუცილებელი, თუმცა გასათვალისწინებელია,
რომ თითოეული თვისება მრავალჯერ უნდა იყოს წარმოდგენილი სრული კურსის მანძილზე.
გამოყენებული ლიტერატურა-
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.
Комментариев нет:
Отправить комментарий