პროექტზე დაფუძნებული სწავლება




       პროექტზე დაფუძნებული სწავლება დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. ტერმინი ,,სასწავლო პროექტიხშირად გვხვდება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და პედაგოგიურ ლიტერატურაშისულ უფრო მეტი მკვლევარი და პრაქტიკოსი პედა­გო­გი თანხმდება იმაზე, რომ სასწავლო პროექტი ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ძალზე ეფექ­ტური და მრავალფუნქციური მეთოდია, რომელიც მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას, სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორცილებასა და ეფექტურ  თანამშრომლობას გულისხმობს.
      პროექტის მეთოდით სწავლა შეიძლება განვმარტოთ, როგორც გარკვეული მიზნით გან­ხორ­ციელებული საკლასო ან გუნდურ აქტივობათა ერთობლიობა - კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომე­ლიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, ცოდნის ტრანსფერის, თანამ­შრომლობისა და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას.
     ამგვარი სწავლისას მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიძიებენ და ითვისებენ ახალ ცოდნას, ხოლო მასწავლებლის როლი ძირითადად დაიყვანება ხელშემწყობის (ფასილიტატორის) ფუნქციაზე. პროექტზე მუშაობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1.      პროექტის ამოსავალი საკითხის/პრობლემის იდენტიფიცირება და ანალიზი;
2.      საჭირო ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
3.      პროექტის დაგეგმვა და შესაბამის ფორმატში გაწერა. პროექტის შეფასების სქემის შექმნა;
4.      პროექტის აქტივობების განხორციელება;
5.      პროექტის საბოლოო პროდუქტის წარდგენა;
6.      პროექტის შეფასება.

     მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ზემოთ განხილული სამივე მიდგომა (კვლევაზე- პრობლემაზე-, პროექტზე დაფუძნებული სწავლება) ახლოა ერთმანეთთან და მრავალი შეხების წერტილი გააჩნია. თითოეული მათგანის შემთხვევაში შესაძლებელია რეალური, ცხოვრებისეული საკითხის შესწავლა, გამოკვლევა და გადაჭრა. თითოეული მათგანი ეფუძნება საგნობრივ სტანდარტს და უზრუნველყოფს მაღალსააზროვნო, კომუნიკაციური, თუ დამოუკიდებლად მუშაობის უნარების განვითარებას, სამივე მიდგომა ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და პასუხისმგებლობას საკუთარი საქმიანობის მიმართ. მიუხედავად ამისა, სახეზეა მნიშვნელოვანი განსხვავებებიც, რომლებიც ვლინდება თითოეული მიდგომის ფარგლებში მისაღწევ სასწავლო მიზნებში და საბოლოო შედეგებში (იხ. ცხრილი 1), აგრეთვე თითოეული მიდგომის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობაში (იხ. ცხრილი 2).

ცხრილი 1
განსხვავება სასწავლო პროცესში
კვლევაზე დაფუძნებული სწავლება
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
პროექტზე დაფუძნებული სწავლება
ძირითადი სასწავლო მიზანი
კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება და სამეცნიერო ცნებების, თეორიების ბუნებრივად დაკავშირება სასწავლო პროცესთან;
შემოქმედებითი, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება: სხვადასხვა ალტერნატიული შესაძლებლობების შედარება,  ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება
რეალური ცხოვრებისეული გამოცდილების მიღება, მეწარმეობის უნარების, სოციალური, ICT და მეტაკოგნიტური უნარების განვითარება.

საბოლოო შედეგი
პასუხი საკვლევ კითხვაზე;
პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზა/გადაჭრილი პრობლემა
პროექტის ფარგლებში შექმნილი რაიმე პროდუქტი


ცხრილი 2
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები
ეტაპები
კვლევაზე დაფუძნებული სწავლება
საკვლევი კითხვის დასმა
საჭირო ინფორმაციის მოძიება
ჰიპოთეზის ჩამოყალიბება
ექსპერიმენტის დაგეგმვა და ჩატარება
მონაცემების ანალიზი და დასკვნის გაკეთება
შედეგების გაზიარება
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
პრობლემის დასმა/განსაზღვრა
პრობლემის ანალიზი - დანაწილება და პრიორიტეტებად დალაგება

არსებული ცოდნის განსაზღვრა
სხვა საჭირო ცოდნის დადგენა
გადაჭრის გზების ძიება და სხვადასხვა ვარიანტების შერჩევა
პრობლემის გადაჭრის ყველაზე ოპტიმალური გზის შერჩევა
შერჩეული გზის გამოცდა, პრობლემის გადაჭრის დემონსტრირება
პროექტზე დაფუძნებული სწავლება
პრობლემის ანალიზი/ იდენტიფიცირება
პრობლემის შესახებ საჭი­რო ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი
პროექტის დაგეგმვა და შესაფერის ფორმატში გაწერა. მისი შეფასების სქემის შექმნა
პროექტის აქტივობების განხორციელება
პროექტის საბოლოო პროდუქტის წარდგენა
პროექტის შეფასება




           
 მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებისა,  ყველა ზემოთ განხილული მიდგომა (კვლევაზე-, პრობლემასა და პროექტზე დაფუძნებული სწავლება), არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ეფექტიანი საშუალება, რადგან უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლის აქტიურ როლს, ავითარებს მაღალ სააზროვნო და სამეცნიერო/ კვლევით უნარებს. 


გამოყენებული ლიტერატურა-
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის  ფინანსური მხარდაჭერით. 

Комментариев нет:

Отправить комментарий